siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
ვეფხისტყაოსანი
2011-04-25 - 7:07 PM    
siyvaruli.in
1

რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,

ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.

2

ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა,
შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა,
მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა,
ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა.

3

ვის ჰშვენის, - ლომსა, - ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა,
... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 1258-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ვეფხისტყაოსანი
2011-04-25 - 7:07 PM    
siyvaruli.in
100

ესე თქვა და შემობრუნდა, დაღრეჯილი წამოვიდა,
არცაღა ჰკრა ასპარეზსა, ვამი ვამსა მოურთვიდა;
ყველაკაი მოიშალა, სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა;
ზოგთა თქვეს, თუ: “მართალია”, ზოგი: “ღმერთო!”, უზრახვიდა.

101

მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი, დაღრეჯილი;
მისგან კიდე არვინ შეჰყვა, ავთანდილ უჩნს ვითა შვილი.
ყველაკაი გაიყარა, ჯალაბი ჩანს არ-დაჯრილი.
გაბედითდა სიხარული, ჩაღანა და ჩანგი ტკბილი.

102

თინათინს ესმა მამისა ეგეთი დაღრეჯილობა,
ადგა და კ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 865-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ვეფხისტყაოსანი
2011-04-25 - 7:06 PM    
siyvaruli.in
200

“კარგი გვესმა სანადირო, ნადირობას წამოვედით,
გვყვეს ლაშქარნი უთვალავნი, წყლისა პირსა გარდავხედით,
სანადირო მოგვეწონა, თვესა ერთსა არ წავედით,
ვხოცეთ მხეცი უსაზომო მინდორით და მთით და ქედით.

201

“ჩვენ სამთა ძმათა ჩვენთანა მესროლნი დავაწბილენით,
მით ერთმანერთსა სამნივე ჩვენ კიდე დავეცილენით:
«მე უკეთ მოვჰკლავ, მე გჯობო», სიტყვანი გავაქილენით,
ვერ გავიჩინეთ მართალი, ვისარჩლეთ ვითაკილენით.

202

“დღეს ავყარენით ლაშქარნი, სავსენი ირმის ტ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 988-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ვეფხისტყაოსანი
2011-04-25 - 7:06 PM    
siyvaruli.in
300

“წამოსრულხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად;
ღმერთმან ქმნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილხარ მამაცურად.
მაგრა ჩემსა რა გიამბობს, გამოჭრილვარ ასრე თუ რად!
მე თუ ვიტყვი, დამწვავს ცეცხლი ცხელი, შემიქმს ალად, მურად”.

301

ასმათ უთხრა: “ცრემლით, ლომო, მაგა ცეცხლსა რა ერგების!
მე ვითა ვთქვა წვევა თქმისა, რათგან ეგრე არ ეგების!
ვხედავ, ესე ხელი ვინმე მოყმე შენთვის წაეგების,
ცნას მიზეზი შენთა წყლულთა, ქმნას, რა ღონე დაედების.

302

“მეხვეწებო ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 891-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ვეფხისტყაოსანი
2011-04-25 - 7:04 PM    
siyvaruli.in
წიგნი ხატაელთა მეფისა,
ტარიელის წინაშე

მოწერილი პასუხად
400

"ხატაეთს მყოფნი მოვიდეს, მათგან მოსლვისა დრონია,
სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია:
«არცა თუ ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხე-უმაგრონია,
ვინ არის თქვენი ხელმწიფე? ჩვენზედა რა პატრონია?»

401

"მოეწერა: «რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიერსა.
გამიკვირდა, რა ეწერა წიგნსა შენგან მონაწერსა!
რაგვარა თუ მანდა გეხმე, ვინ ვჰპატრონობ ბევრსა ერსა?
ამის მეტსა ნუმცა ვნახავ კვლაღა წიგნსა ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 1081-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ვეფხისტყაოსანი
2011-04-25 - 7:04 PM    
siyvaruli.in
500

ზე წამოჯდა ფერ-მიხდილი, აყოლებდა თვალთა რეტად.
ვარდი სრულად შექმნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად.
დიდხან მათად არა სცალდა საუბრად და არცა ჭვრეტად,
დარჩომა და არ-სიკვდილი მას უმძიმდა მეტის-მეტად.

501

ავთანდილს უთხრა: “ისმენდი, ცნობა მიც თუცა ხელისა,
გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა;
ლხინად მიჩნს შეყრა მოყვრისა მის, შენგან შეუყრელისა,
მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე, ასრე დარჩომა მრთელისა!

502

“ასმათის ნახვა მეამა, ჩემგან დად საესა ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 1012-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ვეფხისტყაოსანი
2011-04-25 - 7:03 PM    
siyvaruli.in
600

«მულღაზანზარის ქალაქი, ახლოს მე მაქვსო რომელი,
ნურადინ-ფრიდონ სახელ მძეს, მეფე ვარ მუნა მჯდომელი;
ესე საზღვარი ჩემია, სადა ხარ გარდამხდომელი,
ცოტაა, მაგრა ყოველგნით სიკეთე-მიუწდომელი.

601

«მამის ძმა და მამა-ჩემი პაპა-ჩემმან გაყვნა ოდეს,
ზღვასა შიგან კუნძულია, ჩემად წილად მას იტყოდეს;
თვით ბიძასა ჩემსა მიჰხვდა, ვისთა შვილთა აწ დამკოდეს;
მათკე დარჩა სანადირო, - არ მივსცემდი, მომერჩოდეს.

602

«დღეს გამოვე ნადირობას, ზღვისა პირსა ვინად ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 1079-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ვეფხისტყაოსანი
2011-04-25 - 7:02 PM    
siyvaruli.in
700

წვრილად ჰკადრა რა იცოდა, რა ნახული, რა ნასმენად:
ვითა ვეფხსა წავარნა და ქვაბი აქვსო სახლად, მენად;
ქალი ახლავს სასურველად, სულთა დგმად და ჭირთა თმენად”.
“ვა, სოფელმან სოფელს მყოფი ყოვლი დასვა ცრემლთა დენად!

701

ქალსა რა ესმა ამბავი, მიჰხვდა წადილი ნებისა,
განათლდა პირი მთვარისა, ვით ნათლად ნავანებისა;
იტყვის: “რა ვუთხრა პასუხი მისთა ნებისა თნებისა,
რაა წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა?»

702

ყმა ეტყვის: “ვის აქვს მინდობა კაცისა ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 1395-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ვეფხისტყაოსანი
2011-04-25 - 7:02 PM    
siyvaruli.in
800

“ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალ-გულოვანი;
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ერთგან მოყმე და მხცოვანი.
სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!

801

“მერმე ვიშიშვი, მეფეო, თქვენად კადრებად ამისად:
ცთების და ცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად;
მოვა შემყრელი ყოველთა ერთგან დღისა და ღამისად,
თუ ვერა გნახე ცოცხალმან, ყოფამცა მქონდა ჟამისად.

802

“თუ საწუთრომან დამამხოს, ყოველთა და ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 1033-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ვეფხისტყაოსანი
2011-04-25 - 7:02 PM    
siyvaruli.in
900

მან უბრძანა: “რაცა გითქვამს, უმართლე ხარ მეტის-მეტად:
საბრალოა ასმათ მისად მგონებლად და ჩემად მჭვრეტად;
მე სიცოცხლე არ მეგონა, შენ მომესწარ ცეცხლთა შრეტად,
რათგან დავრჩი, გვალე, ვნახოთ, თუცავე ვარ ჯერთცა რეტად”.

901

დაჰმორჩილდა. გაემართნეს ავთანდილ და ამირბარი;
ვერ მიგია ქება მათი, ვერა ქება საქებარი:
კბილნი - ვითა მარგალიტნი, ბაგე - ვარდი ნაპობარი.
გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.

902

ამას ეტყვის: “შენთვის დავსდებ გო ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 976-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ვეფხისტყაოსანი
2011-04-25 - 6:59 PM    
siyvaruli.in
1000

“მე უცხოს უცხომ მანატრა მოსმენა სანატრელისა,
მითხრა ამბავი მისი და მისისა სასურველისა.
რა ჭირნი დათმნა, ვერ იტყვის აწ ენა ესე ხელისა,
ჰკლავს სურვილი და ვერ-ჭვრეტა მისისა დამმარხველისა.

1001

“ვითა მთვარე დაუდგრომლად იარების, არ დადგების;
მასვე ცხენსა შენეულსა ზის, აროდეს გარდახდების;
არას ნახავს პირ-მეტყველსა, ვით ნადირი კაცთა ჰკრთების.
ვა მე, მისსა მგონებელსა, ვა მას, ვინცა მისთვის კვდების!

1002

“მის ყმისა ცეცხლი მედების, ვტირი ც ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 1007-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ვეფხისტყაოსანი
2011-04-25 - 6:59 PM    
siyvaruli.in
1100

ფატმან რა ნახა, შეშინდა, ძრწის და მიეცა ძრწოლასა.
მან გაკვირვებით უჭვრიტა მათსა ლაღობა-წოლასა;
უთხრა: “არ გიშლი, დიაცო, ფერთა მი და მო კრთოლასა,
გამითენდების, განანებ მაგა მოყმისა ყოლასა!

1101

“გამკიცხე, ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად,
მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად:
ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად,
დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელიღა ვრბოდე მე ველად!»

1102

ესე თქვა და კაცმან წვერთა მოიზიდნა, გავლ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 884-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ვეფხისტყაოსანი
2011-04-25 - 6:59 PM    
siyvaruli.in
1200

“მიბრძანა: «თავი ვიყიდე მოცემულითა შენითა,
მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მოწყალებითა ზენითა!
ვეღარ დამმალავ, გამიშვი, ფიცხლად გამგზავნე ცხენითა,
ვირემდის ცნობდეს ხელმწიფე, კაცსა მომწევდეს რბენითა».

1201

“შევე ფიცხლად საჯინიბოს, ავხსენ ცხენი უკეთესი,
შევუკაზმე, ზედა შევსვი მხიარული, არ-მოკვნესი;
ჰგვანდა, ოდეს ლომსა შეჯდეს მზე, მნათობთა უკეთესი.
წახდა ჩემი ჭირნახული, ვერ მოვიმკი, რაცა ვსთესი.

1202

“დღე მიიყარა, ხმა გახდა, მოვიდა მისი მ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 1104-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ვეფხისტყაოსანი
2011-04-25 - 6:58 PM    
siyvaruli.in
1300

“ციხეს ვზი ეზომ მაღალსა, თვალნი ძლივ გარდასწვდებიან,
გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან,
დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან,
მათთა შემბმელთა დახოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან.

1301

“ნუთუ ესენი გეგონნენ სხვათა მებრძოლთა წესითა?!
ნუცა მე მომკლავ ჭირითა, ამისგან უარესითა;
შენ მკვდარსა გნახავ, დავიწვი, ვითა აბედი კვესითა;
მოგშორდი, დამთმე გულითა, კლდისაცა უმაგრესითა!

1302

“შენ, საყვარელო, ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამის ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 929-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ვეფხისტყაოსანი
2011-04-25 - 6:57 PM    
siyvaruli.in
1400

“სამთავე შესლვა არ ვარგა, თუ გვიგრძნან, არს სათუები;
მე მარტო შევალ ვაჭრულად და კარგად შევეტყუები,
მალვით ჩავიცვამ აბჯარსა, გავჩნდები, გავეცრუები,
ღმერთმან ქმნას, უხვად ვადინო შიგნით სისხლისა რუები!

1401

“შიგანთა მცველთა მოვიცლი მე უნახავად ჭირისად,
თქვენ გარეთ კართა ეცენით, ყოველნი, მსგავსად გმირისად;
კლიტეთა დავლეწ, გავახვამ, დამიდგამს ვერ ქვიტკირი სად.
თუ რა სხვა სჯობდეს, თქვენ ბრძანეთ, ვარ მრჩევლად ამა პირისად”.

თათბირი ტარიელისა ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 1111-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ვეფხისტყაოსანი
2011-04-25 - 6:56 PM    
siyvaruli.in
1500

ფრიდონს უთხრა: “ვალი თქვენი ჩემგან ძნელად გარდიხდების,
მაგრა თქმულა: «კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წახდების»;
აწ საჭურჭლე რაზომიცა აქა ძეს და ან იდების,
შენი იყოს ყველაკაი, შენ წაიღე, ვითა გხვდების”.

1501

ფრიდონ მდაბლად თაყვანი-სცა, ჰკადრა მადლი მეტის-მეტი:
“მე, მეფეო, რად გგონივარ უჭკუო და აგრე რეტი?
მტერი ყოვლი ჩალად გიჩანს, ვინმცა იყო ვითა კეტი,
ჩემი ლხინი მუნამდის ა, ვირე ვიყო შენი მჭვრეტი!»

1502

ფრიდონ კაცნი დააბრუნნა მოსასხ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 743-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
ვეფხისტყაოსანი
2011-04-25 - 6:54 PM    
siyvaruli.in
1600

დაეკაზმნეს საომარად, გაამაყდეს, გაჩაუქდეს,
ცხენთა შესხდეს უკეთესთა, სახედარნი ასუბუქდეს,
ერთმანერთსა აჯობინეს, მჭვრეტელთაგან არ გაუქდეს,
იგი ქედი ჩაიქროლეს, ბუქისაგან უფრო ბუქდეს.

1601

წინ მავალნი დარაჯათა მათთა ზედა გარდეკიდეს;
ტარიასთა გააქცივნეს, მიეწივნეს, ჩამოჰყრიდეს,
მოაგებნეს მხარ-დაკრულნი, მათ წინაშე მოასხმიდეს,
აიზიდნეს; “ვისნი ხართო?” - ჰკითხეს, ხანსა არ დაზმიდეს.

1602

მათ მოახსენეს: “ტურფაო, ჩვენ - ცუდად დაღორებულნი, < ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 757-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<