siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-02-08 - 2:14 AM    
siyvaruli.in
სულელი შინდი!_ გაბუსხული კვირტებით მიმზერს,
მე კი ვუღიმი, გამახსენა ტუჩები შენი.
მივდევ ლიანდაგს, შემიმოკლდა ნაბიჯის სიგრძე.
უკან ორთქლმავლის ლანდი მომდევს ოხვრით და ქშენით.

უკვე მარტია. დილით იებს ვეფერე დიდხანს.
მერე დავპირდი, რომ შენს თვალებს მოვაფერებდი.
ვუთხარი ისიც, რაც ჩურჩულით მინდა რომ გითხრა,
რაც უნდა მითხრა, რომ ცხოვრება გამიფერადო_

ისიც... და ისიც: ამ გაზაფხულს აკლიხარ როგორ,
უშენო ზეცაც უშნოა და ქარიშხლებს მი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 1686-ჯერ |  კომენტარები: 1 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-02-08 - 2:11 AM    
siyvaruli.in
მოდი, ამ ჭიქით იმ მეგობრის სადღეგრძელო ვთქვათ,

ლხინის სუფრაზე ბოლომდე რომ გვერდით დაგრჩება,

ვინც შენს სიხარულს, ვით საკუთარს ისე გაიყოფს–

შენი სიკეთე, რომ არასდროს არ შეშურდება!

მოდი!–დავლოცოთ მეგობარი ლხინის ზიარი...

პირველ მოსული...ბოლო სტუმარს რომ გააცილებს,

ჭირში კი არა,ზუსტად ლხინში არ გაგექცევა–

და შენს სიხარულს, ვითარც სხვისას არ აიცილებს!

მოდი, ერთხმად ვთქვათ! არ არსებობს ადამიანი,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 3324-ჯერ |  კომენტარები: 2 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-02-08 - 1:46 AM    
siyvaruli.in
ჭიქა ავიღე და შენ ისევ თვალწინ
დამიდექ ,
ღვინო მერევა გრძნობა შენი
ლახავს ნაპირებს ,
სხვა რამ მინდოდა მაგრამ უკვე
აღარ ვაპირებ ,
მოდი მაგ თვალებს გაუმარჯოს
მერომ მაგიჟებს .
შენს ყელს,შენს ტუჩებს
გაუმარჯოს ძგერა რომ წყდება,
ხმას,რომელიც ძილშიც მესმის
და გულს მედება,
მაგ გაშლილ თმებსაც
დაგილოცავ მხრებს რომ ეცემა,
როცა ქარი ქრის ო როგორ
მშურს ყელს რომ გეხვევა .
მე იმ კაბასაც დაგილოცავ ტან ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 2545-ჯერ |  კომენტარები: 5 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
me davibadze dedamiwis sul cicqna bagshi
2012-01-25 - 10:12 PM    
მე დავიბადე დედამიწის სულ ციცქნა ბაღში
მადლობელი ვარ ამ სამოთხის,მიწის,ზეცისა.
მშვენიერების წალკოტს ეყრები მთასა თუ ბარში
შემყვარებია ყველაფერი ჩემი ქვეყნისა.
მე წვიმაც მიყვარს უეცრად მაშვრალს რომ დაგასველებს,
ის ნათელი მზე წვიმის მერე გულს რომ გაგითბობს.
მე აქაური მიყვარს ჭექაც,მიყვარს ქუხილი
ყურში ჩამესმის გმირი ვაჟის დედის წუხილი.
მიმდევარი ვარ ჩემი წესის ადათის ძველის
მოტრფიალე ვარ ჩემი ქვეყნის ამაყი გერ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 1554-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: sopo
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-12-20 - 11:12 AM    
siyvaruli.in
ამ ჭიქით მეგობრობის სადღეგრძელო მინდა შევსვა! დაე, მეგობარი გვინათებდეს გზას, ხელში ლამპარით! დაე, მან მოგვცეს ძალა ამ ცხოვრებაში რომ გავძლოთ! ძალა და ხალისი.
  ნანახია: 1217-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-12-20 - 11:10 AM    
siyvaruli.in
ეს იმ უიმედო სიყვარულს გაუმარჯოს, როდესაც იცი ა არ უყვარხარ და მაინც გიყვარს.
  ნანახია: 1165-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-12-20 - 11:10 AM    
siyvaruli.in
წყლის სილამაზეს... თევზს გაუმარჯოს, წყლის სილამაზეს... ხეს გაუმარჯოს, ცხოვრების სილამაზეს... ჩვენ სიყვარულს გაუმარჯოს.
  ნანახია: 1349-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-12-20 - 11:09 AM    
siyvaruli.in
პირზე ღიმილს და სულში დარდს გაუმარჯოს.
  ნანახია: 1107-ჯერ |  კომენტარები: 1 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-12-20 - 11:08 AM    
siyvaruli.in
ეს იმ წვიმის წვეთებს გაუმარჯოს, რომელბმაც იციან რომ დაცემისას დაიმსხვრევიან და მაინც ეცემიან.
  ნანახია: 991-ჯერ |  კომენტარები: 1 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-12-20 - 11:07 AM    
siyvaruli.in
მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს, იმ მოფერებასა და ალერსს, იმ გრძნობის მოზღვავებას გაუმარჯოს ცრემლით რომ აგვივსებს თვალებს. მოდით ზღვის იმ ტალღას გაუმარჯოს,იმ გრიგალებს და ნიავს, რომელსაც საალერსო სიტყვები გულიდან გულთან მიაქვს. მოდით იმ ღრუბლებს გაუმარჯოს იდუმალ მოჩურჩულე ღამეს გაღებულ სარკმელთან,მოწყენილ გოგონას,წარსულზე რომ ეტყვის რამეს. იმ მზეს იმ მთვარეს გაუმარჯოს,იმ შენი ცხოვრების ორ გზას,ჯერ უთქმელ სადღეგრძელოს გაუმარჯოს და საყვარელი კაცის კოცნას...
  ნანახია: 1077-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-12-20 - 11:07 AM    
siyvaruli.in
თეთრად ნათევ ღამეს გაუმარჯოს,
უსარულო ბილიკს და გზას,
ყველა მთვრალ სიცოცხლეს გაუმარჯოს,
ყველა გზა აბნეულ მგზავრს...
  ნანახია: 1143-ჯერ |  კომენტარები: 1 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-12-20 - 11:07 AM    
siyvaruli.in
ზეცა-ფიროსმანის ლურჯი სუფრა,
ნეტავ მზის ყანები ვის ელიან?
ქუჩაში კოცნის გოგოს ბიჭი,
ვიღიმი თვალებში ნისლებია.
ისეთ სიყვარულს გაუმარჯოს
მე რომ არასოდეს მღირსებია .
  ნანახია: 933-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-11-18 - 2:06 PM    
siyvaruli.in
მეგობარი - ეს არის ჩვენი ცხოვრების მანძილზე შეძენილი ყველაზე დიდი განძი, რომელსაც ვერ შეცვლის ვერანაირი შენაძენი ..!!

- ნამდვილი მეგობრობა ჯამრთელობას გავს: შენ იშვიათად აქცევ მას ყურადღებას სანამ არ დაკარგავ...!

- ნამდვილი მეგობარი არის ის ვინც მობრუნდება შენსკენ, როცა სხვები ზურგს გაქცევენ !

- თუ შენ იცოცხლებ 100 წლამდე, მე მინდა ვიცოცხო 100 წელს მინუს ერთი დღე, იმისათვის რომ არ მომიწიოს შენს გარეშე სიცოცხლე...!

- მეგობარი ეს არის: ერთი სული ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 2510-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-10-30 - 5:47 PM    
siyvaruli.in
აღმოსავლეთით ცისკარი რომ
ხვდება ალიონს,
დაასხით ღვინო!
საქართველოს სადღეგრძელო
უნდა დავლიო!
ჩემი კახეთი;
ჩემი შილდა;
ჩემი ხუბერა.
ყმაწვილკაცობის,
იორღობის,
წლებმა უბერა.
ძველი შუამთა,
ალავერდი,
ჩემი თელავი.
წითელი კაბით ერთი გოგო,
გრძნობის მთელავი.
თვალებს ამშვიდებს,
გულს აჩქროლებს,
ალაზნის ველი.
მარტის გაზაფხულს
ნადიკვრიდან
მე ისევ ველი.
მოიტა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 2087-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-10-30 - 5:46 PM    
siyvaruli.in
ფლის კურთხევით დავლოცოთ
იალით საქართველო ,
მ ჩვენს პატარა ქვეყანას
ანგრით მივართვათ ლელო.
დითგან მისი მშვენებით
ური ახრჩობდა მტერს,
ს ჩემი ქვეყნის ველები
ონს უბნელებდა სხვებს.
აი, რომ საქართველოთი
წვოდა ჩვენი გული,
უთისოფელს გვიმწარებდა
ოველი უცხო რჯული.
ხ, საქართველოვ
ომი იყავ ჩვენ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 1905-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-10-30 - 5:44 PM    
siyvaruli.in
ცრემლით ნამღერი ცხელი ლექსი ვარ,
სტრიქონი სისხლით დამიწერია,
უკვდავი მოდგმის დიდი ფესვი ვარ,
გადაშენება არ მიწერია.
ვარ შენი შვილი, შენი პაატა,
მსჯან ახალი შაჰინ–შაჰები,
კვლავ შენთვის ბრძოლა მიჩანს ტაატად,
ვერ მოვიხდინე კვლავ არტახები.
ვერა მცნობ? ცოტნე დადიანი ვარ,
თაფლწასმული და წარბშეუხრელი,
ისევა ვცოცხლობ, განა მკვდარი ვარ,
კვლავ ქედზე მადგას შენი უღელი.
ბერი თევდორე გახლავარ შენი,
ამიცდენია ურდო გზები ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 1580-ჯერ |  კომენტარები: 2 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-10-30 - 5:44 PM    
siyvaruli.in
ქალი ეულია,თუმცა რჩეულია,
მხოლოდ სხეულია?
ქალი გრძნეულია…
ფიქრად ქცეულია,
სითბოდ ქცეულია,
ძალად ქცეულია,
შენად ქცეულია…
მაინც ეულია.

Darkden – ეს ლექსი სპეციალურად თქვენთვის დავდე და შეგიძლიათ ,სათაური თქვენ შეურჩიოთ…
  ნანახია: 1092-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-10-30 - 5:44 PM    
siyvaruli.in
კიდევ ათასჯერ გამოიდარებს,
ცა დაიღვრება ცრემლად და თოვლად..
კიდევ ამოვა ვარდი,გვირილა
მაგრამ ვაი,რომ ჩვენ აღარ მოვალთ..
კვლავ დაამშვენებს ცას ცისარტყელა,
ვარსკვლავებს,მთვარეს კიდევ იხილავთ,
კვლავ გაგვაღვიძებს დილის მზის სხივი,
მაგრამ ვაი,რომ მე ვერ მიხილავთ..
უსიცოცხლობა გაგვიჭირდება,
გულს ეშინია გადავიწყების,
მოდით ,ავიღოთ ხელში ფიალა
ერთად დავლიოთ არდავიწყების..
მოდით ავავსოთ თასი ცრემლებით,
კვლავ გავიხს ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 1661-ჯერ |  კომენტარები: 1 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-10-30 - 5:43 PM    
siyvaruli.in
ბევრი გვინახავს, დიდ ქართველობას, რომ იჩემებენ
საქართველოზე სადღეგრძელოებს ამბობენ,
ხმით აქებენ და ადიდებენ,
ფიქრში, კი ამდენადვე ზრახავენ და ამცირებენ.
დღისით აცვიათ ქართული ჩოხა,
ღამით ამ ჩოხას ფეხქვეშ თელავენ,
მეორე დღეს ისევ, ქედმაღლურად ქართველობენ.
დიდ ქართველობას არ ნიშნავს მხოლოდ
მეტყველება ქართულად, ქართულად ლოცვა, ქართულად წერა,
სიყვარული შენი ქვეყნის, ქალაქის , სოფლის
ჩოხის ტარება, ღვინოს დალევა, სადღეგრძელოს თქმა < ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 1305-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2011-10-30 - 5:43 PM    
siyvaruli.in
მე დავიბადე დედამიწის სულ ციცქნა ბაღში
მადლობელი ვარ ამ სამოთხის,მიწის,ზეცისა.
მშვენიერების წალკოტს ეყრები მთასა თუ ბარში
შემყვარებია ყველაფერი ჩემი ქვეყნისა.
მე წვიმაც მიყვარს უეცრად მაშვრალს რომ დაგასველებს,
ის ნათელი მზე წვიმის მერე გულს რომ გაგითბობს.
მე აქაური მიყვარს ჭექაც,მიყვარს ქუხილი
ყურში ჩამესმის გმირი ვაჟის დედის წუხილი.
მიმდევარი ვარ ჩემი წესის ადათის ძველის
მოტრფიალე ვარ ჩემი ქვეყნის ამაყი გერბის
მე ქართველი ვარ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 1188-ჯერ |  კომენტარები: 1 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
1 2 3 4 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<