siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-18 - 10:24 PM    
siyvaruli.in
ზოგჯერ თუ სევდა დანისლავს თვალებს,
ვერ დაიოკებ ცრემლებს ჟინიანს,
ნუ შეგაშინებს უძილო ღამეც
ვიდრე დედა გყავს ნუ გეშინია!

თუ გაგიხუნებს გრიგალი ფერებს
და ზამთრის სუსხი თმებზე დაგათოვს
გულს ნუ გაიტეხ, რა ვუყოთ მერე,
დედის გული და კალთა გაგათბობს.

ნუ შეგაშინებს მეხი იერით,
მეხი უფესვო ხეებს ერევა,
ვიდრე დედა გყავს, შენ ხარ ძლიერი,
ვიდრე დედა გყავს, ვინ მოგერევა?

ბედის ქარაგმას თუ ვერ გაექცე,
წილხვედრი ალო თუ ვერ გახედნე,
დღეში რომ კიდეც ცხრაჯერ დაეცე,
დედის ხელები წამოგაყენებს.

ჭირთა თმენა და დიდი ნუგეში,
დედა სიცოცხლის თვალის ჩინია,
ვიდრე დედა გყავს, ხარ ბედნიერი,
ვიდრე დედა გყავს, ნუ გეშინია!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<