siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-19 - 10:40 PM    
siyvaruli.in
ოთახში ისევ სიჩუმე,თავი ფიქრებში ჩარგული,
ჩემს ბაღში ისევ ყვავილობს ვარდები შენთვის დარგული.

მე ლექსებს ისევ გიგზავნი სხვადასხვა ფერად დაფერილს,
ვეღარ დავარქვი სახელი ოცნებას, ჩემგან გაფრენილს.

მე შენზე ვფიქრობ დილიდან საღამომდე და დილამდე,
იცი და მაინც არ გინდა შენ ჩემზე დადარდიანდე,

თავს ვეღარ ვაღწევ მარწუხებს,ვერ გამოვდივარ შფოთიდან,
მცირედაც ეს არ გაწუხებს და შემომცქერი შორიდან...

ჩემი ლექსები გაგიყვანს მთვარემდე,გახვალ,გაგაფრენს,
ქუჩაში ჩუმად დადიხარ და მეუბნები არაფერს.

მხედავ ფიქრებით გადაღლილს და შენზე,უფრო დარდიანს.
და მეუბნები შენს გარდა სხვა გოგოებიც დადიან.

თან გამახსენებ ეს წლებიც შენს დალოდებად არ ღირდა,
მთავაზობ რჩევას წავიდე და ჩემი ნახვაც არ გინდა.

წვიმად მოვდივარ,ვასველებ შეყვარებულებს ბაღებში,
მეც ველი როდის შეგამჩნევ დამცინავ ღიმილს ბაგებში.

სიზმრებშიც გხედავ ჩემს გვერდით, რომ მედევნები მხარდამხარ,
განა ძნელია ეს შენთვის, რომ მანუგეშო ხანდახან.

პასუხს დავეძებ კითხვაზე,რამ დამანათლა ეს ხვედრი
თვალებდახრილი ჩამივლი ქუჩაში ჩემი შემხვედრი.

ჩემს ბაღში ისევ ყვავილობს ვარდები შენთვის დარგული,
ნუ მირჩევ როგორ დაგარქვა ოცნება გადაკარგული.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<