siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-25 - 7:38 PM    
siyvaruli.in
ყოველი შეხება ღიმილს მგვრის. სასიამოვნოა, როდესაც შემიძლია სულ ყველა ნაკვთით შეგიგრძნო. მომწონს, როდესაც სიამოვნებით გაიტრუნები, მომადებ თავს და ნეტარებით ტკბები. დილით მუჯლუგუნით მაღვიძებ და მაიძულებ გასაუზმო. საღამოს კი, ისე თბილად შემეყუჟები, გიჟი უნდა ვიყო შენთან ერთად დაძინებაზე უარი ვთქვა.
უკვე 5 თვეა, მე და შენ ერთად ვართ. იცი რა ბედნიერი ვარ? სამწუხაროა, რომ შენი აზრი არ ვიცი ამასათან დაკავშირებით. მომწონს ყოველი დილა, რომელიც შენით იწყება. გაღვიძებისთანავე გეხები და კმაყოფილს მეღიმება, რადგან კვლავ ჩემს ლოგინში გგრძნობ. ფიქრიც კი არ მინდა იმაზე, რომ როდესმე მიმატოვებ. ვიცი რომ ეს ძალიან მალე მოხდება. გამომეყოფი და დამოუკიდებლად განაგრძობ არსებობას, თავიდან რაღა თქმა უნდა ჩემი დახმარებით. შემდეგ მოძლიერდები, დაუხმარებლად ფეხზე დგომას ისწავლი და მოგვიანებით ჩემგან გაფრინდები, საკუთარ ბუდეს აიშენებ.
მაშინებს იმაზე ფიქრი, რომ როდესმე აღარ დაგჭირდები. ერთხელაც მოხვალ და მეტყვი, რომ მე შენთვის ძალიან ძვირფასი ვარ, მაგრამ სხვა გიყვარს და მასთან ერთად გინდა ცხოვრება...
ტკივილის მიუხედავად გაგიღიმებ გულში ჩაგიკრავ და მასთან გაგიშვებ, მე ხომ სიხარულისათვის შენი ბედნიერებაც მეყოფა. მერე ერთად გავზრდით თქვენს შვილებს. გამიხარდება როდესაც რომელიმე მათგანში შენს ნაკვთებს, მიმიკებს აღმოვაჩენ.
მაშინ, როდესაც შენს სხეულში მეორე სიცოცხლის დასაწყისს იგრძნობ, მიხვდები თუ რას ვგრძნობ მე ახლა. მიხვდები როგორი ამაღლებული და სათუთი გრძნობაა, როდესაც შენს სისხლსა და ხორცს, შენს ნაშიერს ატარებ სხეულით. როგორ ცდილობ მას არაფერი ავნო, ყველაფერი შეუსრულო და მხოლოდ იმაზე ფიქრობ ჯანმრთელი მოევლინოს ქვეყანას.
ფიქრებში ათასფერად ხატავ მის მომავალს, გსურს საუკეთესო ბავშვობა და უზრუნველი მომავალი ჰქონდეს. მის სახეზე მუდამ ბედნიერ ღიმილს ხედავდე, რათა შენც გიხაროდეს ცხოვრება. თუმცა ეს ისეთი მარტივი როდია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. შენ მაინც ეცდები, ყოველი დაბრკოლება უფრო მებრძოლს გაგხდის, საქმე ხომ შენს შვილს ეხება...

მანამდე დიდი დროა... ახლა შენ ჯერ ისევ ჩემს სხეულში ხარ და მე შენს ყველა ემოციურ შემოტევას ვგრძნობ. ბედნიერი ვარ იმით, რომ შენს ამქვეყნად მოვლინებაში უდიდეს წვლილს შევიტან და გულისფანცქალით ველოდები შენს პირველ ამოსუნთქვას, პირველ ტირილს... შენს თავს ვერევინ ვერასოდეს შემიცვლის და მუდამ ვეცდები ვიყო ისეთი, რომ ყოველთვის ამაყად ამბობდე- "მე საუკეთესო დედიკო მყავს მსოფლიოში..."
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<