siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-03-29 - 4:53 PM    
siyvaruli.in
შენ რომ იცოდე როგორ მიყვარხარ

ალბათ შეძლებდი ხმამაღლა ყვირილს,

შენ რომ იცოდე როგორ გაღმერთებ

ალბათ თვალები მიგაჩვევს ტირილს,

შენ რომ იცოდე,როგორ ვოცნებობ

ალბათ გამიშვებ ოცნების იქით,

შენ რომ იცოდე შენით ვარსებობ,

ალბათ ყოველდღე ატარებ ღიმილს

შენ რომ იცოდე მზის სხივს გადარებ

ალბათ ქუჩაში იქნები დღისით,

შენ რომ იცოდე ძილშიც შენთან ვარ

ალბათ დაუცდი მზის ჩასვლას დღისით,

შენ რომ იცოდე როგორ მიყვარხარ

ალბათ არასდროს არ წახვალ, ვიცი.
 
გაუზიარე მეგობრებს

0  
2 liza   (2011-12-27 11:40 AM) [Entry]
სად დაიბადა ბედნიერება... ზღვაში? მზეში? თუ ჩვენში? სად ისახება მისი ზმანება, ღიმილში? იქნებ ცრემლში? ზღვა მღელვარეა, ცოტა მრისხანეც, გრძნობებს ვერ მალავს ვერსად, თუ რამეს დარდობს გულში ვერ იკლავს, გულს ტალღებს უშლის წესად... მზე ნათელია, თითქოს მდუმარე, რასაც გრძნობს არას ამბობს, ვინ იცის გულში რა გრძნობებს მალავს, ვიზე ან რაზე დარდობს... ის, ვინც იცინის, ბედნიერია? იქნებ ამით დარდს მალავს? ალბათ გონია, რომ ამ ღიმილით სევდიან სახეს ფარავს... ბედნიერებას სევდა არ ახლავს, ის ვერ იქნება ცრემლში, არ იბადება მზეში, არც ზღვაში, ის იბადება ჩვენში... ბედნიერება ყველას გვეკუთვნის თუ მოვიპოვებთ მას, მისთვის კი ისე უნდა ვიბრძოლოთ რომ არ წავართვათ სხვას!

0  
1 liza   (2011-12-27 11:38 AM) [Entry]
.მოგჩერებივარ, როგორც სანთელს დასუნთქვასაც ვიკრავ, რომ არ გამიქრე...შენით ჭკუიდან გადასვლა ღირს დაროგორ ვიცხოვრო, უნდა დავფიქრდე!როგორ ვიცოცხლო ამ თვალთა იქეთ,ამ მზერის იქეთ უკუნი ბორგავს...ჩემს სასთუმალთან ჩამოჯდე იქნებ,ყური მიუგდო ღამეულ ბოდვას.და გაგონილი სახელი შენიტუჩს რომ მოწყდება ღამის წყვდიადში,შენ ჯერ არ იცი მე როგორ მშველისულს რომ მიბრუნებ ფერთა წიაღში.მიყვარხარ მართლა, მიყვარდი მგონიიქედან როცა დალაგდა არე...მოისხი მადლი, ჩემს სულთან მოდი,დავტოვებ ღიად სარკმელს და კარებს!წარსული დნება ფოთოლთ ცვენაშიშენ შეგიძლია დარდი დახლიჩო...მომეცი ნება , რომ შენს მზერაშიჩავიძირო და თავი დავიხრჩო.gios










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<