siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-20 - 5:21 AM    
siyvaruli.in
სადღაც იწვიან ალიონები,
დატყვევებული მზის სინაზეში,
გადახლართულან ნორჩი ფიფქები,
ციდან მოფენილ ფიანდაზებში . . .

მინდორ-ველს სიო ელამუნება,
სურს გაუმართოს ფიფქებს მარულა,
ზამთრისთვის სუსხი წაურთმევია,
შერცხვენია და გადამალულა . . .

მთებს მიუციათ მხარისთვის მხარი,
ციცაბო კლდეთა თოვლით საფარად,
სიზმრად ენძელას მოუწყენია,
ეულად თავს გრძნობს მიუსაფარად . . .

გარინდებულა დრო და შემკრთალი,
გაზაფხულს ნატრობს, უხმობს საშველად,
ცად ჩამოსულან ქერუბინები,
მარადისობის გადასარჩენად . . .

დამონებია სიბრძნე სიყვარულს,
ამჩატებულან გრძნობით რითმები,
უგზო-უკვალოდ გადაკარგულებს,
ვერ გაუგნიათ ლაბირინთები . . .

შეყვარებია ზამთარს უგონოდ,
გაზაფხულის და სითბოს მეფობა,
დავიწყებია დრო-ჟამის ბრუნვა,
მონდომებია მზესთან ერთობა . . .

სადღაც დამწვარან ალიონები,
დატყვევებულან მზის სინაზეში,
დაწყნარებულან ნორჩი ფიფქები,
ციდან მოფენილ ფიანდაზებში . . .
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<