siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-03-29 - 3:57 PM    
siyvaruli.in
ვხედავ, დამჭკნარა საცოდავად ვარდთა ფურცლები,
მწუხრის ჟამია, მზემ უეცრად თავი დახარა,
თმების სურნელს, რომ აედევნენ მუნჯი წუთები,
სანთლების ალში, სარეცელთან მთვარემ მახარა.

სირინოზები გიმღერებენ ღრმა სატრფიალოს,
გულის ფრიალით, შემერია თმაში ჭაღარა,
თურმე ღამეს სურს, ანგელოზნი გაატიალოს,
სანთლების ალში, მზემ უეცრად ცრემლი დაღვარა.

და ეს ფიქრები, მუზებად რომ მომევლინება,
ამ ცხოვრებიდან, საუკუნოდ დარდავსახლდები,
თუ პოეტები მთელ ქვეყანას მოეფინება,
სანთლების ალში, მეორედაც დავიბადები.

დავიბადები შენს თვალებში, როგორც ვარსკვლავი,
ავციმციმდები ღრმა მზერაში დაუსრულებლად,
და აყვავდება უდაბნოში მგოსნის საფლავი,
ლექსებს მოგიძღვნი, სიყვარულის დასაოკებლად.

ვხედავ, დამჭკნარა საცოდავად ვარდთა ფურცლები,
თმაში შევნიშნე მოვერცხლილი იყო ჭაღარა,
და თმების სურნელს აედევნენ მუნჯი წუთები,
სანთლების ალში, მზემ უეცრად ცრემლი დაღვარა...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<