siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-25 - 12:27 PM    
siyvaruli.in
მე ვერ ვიხსენებ შენი თვალის ფერს,
მხოლოდ ღიმილის სითბო შემომრჩა.
ამაღამ ღრუბლებს ფეხქვეშ გავიფენ,
არ გაპატიებ ასე შემოჭრას_
გულში, რომელიც ძველი ფრანივით
ქვემოდან ძაფზე, ბეწვზე_ზემოდან
ჰკიდია... ჰოდა, გეტყვი: მთვრალი ვარ!
და მთელი ღამე უნდა მელოდო_
სათნო ცოლივით; უნდა მიჯავრო.
მე ღრუბლის თეთრი ნავით მოვდივარ,
ქვეშ ქარიშხლები ხეებს გლიჯავენ,
მე უშენობა მაწევს ლოდივით...
განთიადამდე გაივლის თრობაც,
თვლემს უნახავი შენი სიზმარიც.
მე ოქროსფერი სოფელი მომაქვს,
რომ ერთ კოცნაში გადაგიცვალო.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<