siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-20 - 3:42 PM    
siyvaruli.in
ნამქერი იყო, იდგა გზაზე კორიანტელი. ენთო სანთელი მაგიდაზე, ენთო სანთელი. ზაფხულში ალს რომ ელტვის სწრაფად გუნდი ქინქლების, ისე ფარავდნენ ფანჯრის რაფას თეთრი ფიფქები. წრეებს ძერწავდა ცივ მინაზე თოვლის ფანტელი. ენთო სანთელი მაგიდაზე, ენთო სანთელი. განათებულ ჭერს ეცემოდნენ ჩრდილები ცერად, გადაჭდობილა ხელები და თვით ბედისწერაც. ცვიოდა წყვილი ფეხსაცმელი ხმაურით დაბლა. ეღვენთებოდა ცვილი ცრემლად მუხლებთან კაბას. ნთქავდა ყველაფერს თოვლით სავსე გარემო თეთრი. სანთელი ენთო მაგიდაზე, სანთელი ენთო. სანთელს კუთხიდან უბერავდა მსუბუქი ქარი და ანგელოზის ფრთებს მოჰგავდა ჯვარედინს, ალი. თებერვლის თვეში ბუქი ასე მძლავრობდა ერთობ, სანთელი ენთო მაგიდაზე, სანთელი ენთო.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<