siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-03-29 - 1:53 AM    
siyvaruli.in
არა, არ მინდა, რომ სხვებივით
სიტყვებით ამიხსნა სიყვარული,
უბრალოდ მინდა დამანახო
სულში მოვარდნილი სიხარული.
თუ გინდა სულ ნუ გამიღიმებ,
სხვებივით ნუ მომიტან იის კონებს,
თვალებში ვაჟკაცურად შემომხედე,
ახალი გულის ძგერა გამაგონე.
სულაც ნუ დაუწყებ სიტყვებს ძებნას,
ატირებული რომ დამამშვიდო,
თუნდაც ნუ შეიმჩნევ ჩემზე წუხილს,
უჩუმრად მიწილადე გულის სითბო.
თუ გინდა ჩემთან როცა მოხვალ,
საერთოდ ნუ იტყვი ნურცერთ სიტყვას,
ოღონდ სიყვარული, აღმაფრენა,
გულმა შეიგრძნოს და გრძნობით ითქვას.
ხანდახან თუ გინდა მაწყენინე
და ნუ შემისრულებ ყველა სურვილს,
ოღონდ ნუ დამინგრევ ცისფერ კოშკებს,
ოღონდ ნუ მომიკლავ ჟინს და წყურვილს.
მზეთა მიჯნურობას ნუ დამიფრთხობ,
ნუ მკითხავ, სიზმრებით რათა ვცხოვრობ,
ნუ მომთხოვ ოცნება დავივიწყო...
თუ გინდა სულ ნუ მითანაგრძნობ.
ოღონდ ნუ დასცინებ ჩემს ჩუმ ფიქრებს,
ნუ მეტყვი, გიჟი ხარო, რომ გგონია -
ერთ დღეს შეიძლება ჩიტად ვიქცე.
ხანდახან თუ გინდა გამიბრაზდი,
ოღონდ ნუ იქნები ძლიერ მკაცრი,
თუ გინდა ნუ მეტყვი მიყვარხარო,
ისე გამიფანტე ჩუმი დარდი....
არა, არ მინდა, რომ სხვებივით
სიტყვებით ამიხსნა სიყვარული,
უბრალოდ მინდა დამანახო
სულში მოვარდნილი სიხარული.
გემშვიდობები... გახსოვდეს ოღონდ,
სიმწარე მარად ჩემი ხვედრია,
მტოვებ გათელილს და სულით ობოლს,
რაზეც სიკვდილი ოდნავ მეტია...
 
გაუზიარე მეგობრებს

0  
1 takusha   (2012-01-19 1:41 AM) [Entry]
magariaaaaaaaa










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<