siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-16 - 11:07 AM    
siyvaruli.in
ხომ არ გეწყინებათ, ჩემი რომ გიწოდოთ,

თავი რომ მოვიტყუო, ხომ არ გეწყინებათ?

თქვენ მე ყოველდღე მხედავთ ქუჩაში

და ალბათ ეჭვიც არ გაგაჩნიათ,

რომ უკვე თითქმის ერთი წელია,

რაც ამ ქვეყნისთვის აღარ არსებობთ,

რომ უკვე თითქმის ერთი წელია, რაც მე მეკუთვნით.

ახლა ნესტიან ოთახში ვზივარ,

მინებს იქით კი წვიმს ძველებურად,

ძველი ჭერიდან წყალი წვეთავს ხის იატაკზე.

ოცნებას ვიწყებ:

მზის სხივებში გახვეულა ზღვის სანაპირო,

მე მზისგან გამთბარ ქვიშაზე ვწევარ

და მოთენთილი მზერით შევყურებ _

როგორ ამოდის ტალღებიდან შიშველი ქალი;

თავს არ ვიტყუებ, თითქოს ეს ქალი

ანტიკური ზღაპრებიდან მოვლენილი ამორძალია,

შევყურებ და კარგად ვიცი _

ეს ქალი თქვენ ხართ. . .

და ამიტომაც, მომიტევეთ, კი არ გაღმერთებთ _

მხოლოდ და მხოლოდ მიყვარხართ და ესეც ბევრია! . .

რა ვქნათ ძვირფასო, თეთრი პრინცი არც მე გახლავართ,

არც სანაპიროს თბილ ქვიშაზე ვარ მიწოლილი _

ახლა ნესტიან ოთახში ვზივარ,

მინებს იქით კი წვიმს ძველებურად.

ძველი ჭერიდან წყალი წვეთავს ხის იატაკზე. . .
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<