siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-20 - 10:19 AM    
siyvaruli.in
ლამაზი ქალი ჩაუყვა ბილიკს , გულს ჩანისლულა წყენა,

თოვლისფერია ახლა ეს ფიქრი, გადაუფითრდა მზერა,

თითქოს გაუქრათ ფანტელებს ხიბლი, მზემ ყელი მოიღერა...

ლამაზი ქალიჩაუყვა ბილიკს, გულს ჩანისლულა წყენა,

ეს ნაკვალევისულში გაივლის ვით სერაფიტის მზერა.

ლამაზი ქალილამაზად ტირის,ულამაზესად ღელავს,

და...შეკვდომიან ტუჩები ღიმილს, ფიქრი ფიქრს ისევ თელავს...

ლამაზი ქალის ლამაზი ცრემლიულამაზესად ბრწყინავს,

დაწამწამების უნაზეს რხევითღაწვებს ეღვრება წვიმად.

ამ ცხელმა ცრემლმა გზა გაიკვლიაჩაჰყვა ყელსიქცა ურჩად,

და ქალის მკერდზე გადაიღვარაეძებს და ეძებს ურცხვად,

ლამაზი ქალის ლამაზი მკერდიულამაზესად ღელავს

და ციცქნა ხალიც,გაუწყრეს ღმერთი, ხალისობს ვარდისფერად...

ცრემლი შეჩერდადაიდო ბინა, თუმც ვეღარ იკლავს წყურვილს,

თურმე,დარაბა ყოფილა ღია…ლამაზი ქალის გულის...

...და მიდის ქალიმაინც ამაყად,თეთრი ფიქრით და წყენით,

თვით სილამაზედ გადაქცეულაგულში ჩაღვრილი ცრემლიც...

ლამაზი ქალი ჩაუყვა ბილიკს,ლამაზად მიაქვს წყენაც..

ეს ნაკვალევი სულში გაგივლის...ვით სერაფიტის მზერა...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<