siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-25 - 11:07 AM    
siyvaruli.in
შენ ხარ ფანტაზია ჩემი
ოცნებების...
ჩემი სურვილების ფიქრი
- ოაზისი...
უცხოდ ნუ მიღიმი, ასე
მოჩვენებით...
არც ცა არ მჭირდება, იცი,
არავისი...
შენ ხარ ფანტაზია, ჩემი
სურვილების...
ჩემი ოცნებების დარდი -
არითმია...
იცი? თუ ოდესმე
მოგესურვილები...
ჩემი სიყვარული შენთვის
დამითმია...
შენ ხარ ფანტაზია ჩემი
სიხარულის...
ჩემი სიყვარულის - ბოლო
მოჰიკანი...
ასე, რომ მაგიჟებს დარდი
სინანულის...
და მეც, უშენობით თავი
მოვიკალი...
შენ ხარ ფანტაზია, ჩემი
მომავალის...
წარსულს რომ ატყვია -
სველი ამინდები...
ცრემლით დატვირთული -
ფიქრი თბომავალი...
გზად რომ ჩაივლის და
მერე აყვირდება...
შენ ხარ ფანტაზია, ჩემი
ნაბიჯების...
დარდი უბრალო და სევდა
ნატყვიარი...
ჩემთან თუ არ მოხვალ,
ბოლოს გავგიჟდები...
ეს ხომ ასეა და ეს ხომ
ნაღდი არის...
არც ცა არ მჭირდება,
იცი, არავისი...
ასე ნუ მიღიმი, უცხო
მოჩვენებით...
ჩემი სურვილების შენ
ხარ ოაზისი...
ჩემი ფანტაზია, ჩემი
ოცნებები...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<