siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-03-29 - 5:03 PM    
siyvaruli.in
შენ ჩემი თოვლის ერთი ფიფქი ხარ,
ხელზე დაგისვი და უცბად გაქრი,
შენი გიშერის შავი თვალები,
თან დამყვებიან დღისით და ღამით.
შენ სიყვარულის ერთი ლექსი ხარ,
დაწერილი რომ სადღაც დავკარგე,
შენი ტუჩები ფანქრით ნახატი,
ტკბილია ვიდრე ღვინის ბადაგი.
შენ ხომ ცხოვრების ერთი წამი ხარ,
უცბად წასული სადღაც სიშორეს,
შენი გული ხომ ისე თბილია,
როგორც ზაფხულში მზეა მცხუნვარე.
შენ ხომ ღამით ხარ ჩემი სიზმარი,
დღისით კი მთელი ჩემი ოცნება,
შენი სახე მაქვს ლანდად ქცეული,
მთელი ცხოვრება თან რომ დამყვება.
ვიცი ვერ ნახავ რასაც ეხლა ვწერ,
მაგრამ იცოდე რომ მე მჭირდები,
მე შენ მიყვარხარ და მეყვარები,
მთელი ცხოვრება, მთელი სიცოცხლე.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<