სასიყვარულო პოეზია
siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2016-12-04 - 6:49 AM    
siyvaruli.in
მე აღარ მახსოვს...როდის ვცადე გავქცეულიყავ,
რამ შემაშინა...სულ პირველად...გულმა რა მიგრძნო,
მახსოვს გავრბოდი...ბავშვიც სადღაც ვიმალებოდი-
რაც წინ მელოდა! იქნებ ბავშვმა უკეთ შეიგრძნო!
რატომ მინდოდა რომ ყველასგან დავმალულიყავ...
მაშინ სხეულიც სულს ზეცაში ნებად აჰყავდა,
ისე პატარას ვინ მეძახდა მარტოობაში-
მესაიდუმლეთ სიჩუმე და ზეცა რომ მყავდა!
რამ შემაშინა?! გაქცევით რომ ვცადე მეშველა...
რომ სული ბავშვის, იქნებ ასე გადამერჩინა!
რატომ გავრბოდი ბავშვობიდან, ყოველთვის სადღაც...
შვება რომ მეგრძნო, ის ადგილი აღმომეჩინა!...
და თითქოს წრეზე ვიტრიალე მთელი ცხოვრება,
სადაც ვიწყებდი...ბედი ისევ იქ მაბრუნებდა...
ვგავდი სამიზნეს, ბედისწერის...ყოველ ნაბიჯზე,
მიზანში სროლას, თურმე ისიც ჩემზე სწავლობდა!
და დღეს ხეს ვგევარ,აკაფულ ხეს...კუნძად რომ იქცა,
სულერთი გახდა ყველაფერი...უკვე გარშემო,
ნასახლარსა ჰგავს, სული ჩემი...უკვე დიდიხანია,
არ დარჩა უკვე არაფერი..რომ ამაშენონ!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 6995

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<