სასიყვარულო პოეზია
siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2016-12-05 - 1:30 PM    
siyvaruli.in
ქალი ჩამოხსნის მთვარეს თუ ნებავს,
სწამს მიწიერიც და ზეციერიც.
ქალი ეს არის დიდი ცდუნება
და უფრო მეტად არის ცბიერი.
ქალში მე ვხედავ ყველაფრის საწყისს,
ღმერთისგან დასჯილს ღმერთი ყავს მცველი.
ქათინაური არასდროს არ სწყინს,
დიდოსტატია გამიზნულ ცრემლის.
მზეს დაგიმალავს ცის თაღზე თუ სურს,
და მოგაჩვენებს ორ მზესაც ერთად.
შენს წინ უეცრად გააჩენს უფსკრულს,
თავს გაწყევლინებს მუნჯურად ფსკერთან.
შეატრიალებს მდინარეს აღმა,
ღვარცოფს დაუშვებს მოწმენდილ ციდან.
უკუღმა წასულს წაგიყვანს წაღმა,
თუ მოგენდო და მოგინდო წმინდად;
თუ არა, ცოცხლად ისე დაგმარხავს
და ჯოჯოხეთში გაგიშვებს რქიანს;
შენ გეგონება ისევ აქა ხარ,
როცა შენს ყოფნას არყოფნა ქვია.
ქალი ბრძენსაც კი ჭკუიდან შეშლის,
სულელშიც სიბრძნის ნაპერწკალს ანთებს.
შენ ვერ გაიგებ რას ხედავს შენში,
მით უფრო კრძალვა და რიდი გმართებს.
ქალი ჩამოხსნის მთვარეს თუ ნებავს,
წინ დაგიდგება ხოხბის იერით.
ქალი ეს არის დიდი ცდუნება
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 6995

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<