სასიყვარულო პოეზია
siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2016-12-06 - 6:53 PM    
siyvaruli.in
"არ შემიძლია მე, რომ მიყვარდეთ,
თქვენ რასაც ხედავთ, ის მე არა ვარ!!!
მე მხოლოდ ვირჩევ, ვირჩევ სიმართლეს
და ან სიცრუეს - ჩემი ნებაა..."

"დავმარცხებულვარ, რამდენჯერაც კი
გავაიგივე სიტყვასთან თავი,
დავმარცხებულვარ ცრუს აყოლილი,
რომ მივიჩნიე მომქმედად თავი.
დავმარცხებულვარ, რომ დავივიწყე -
-პასუხს ქცევაზე თავად რომ ვაგებ,
დავმარცხებულვარ, რომ წავიყრუე
და გულის სიტყვა არად ჩავაგდე.

დავმარცხებულვარ, როცა ტყუილი
ისე მივიღე, როგორც სიმართლე,
დავმარცხებულვარ დაბრმავებული,
დამონებული სიამოვნებას,
დავმარცხებულვარ ბევრჯერ და მაინც,
კვლავ მაყენებდა გზაზე სინათლე,
და მასთან ერთად გამარჯვებული,
გამდიდრებული გამოცდილებით,
წინ მივიწევდი, ახალს ვიცნობდი...
ვეცემოდი და ერთად ვდგებოდით."

"ქრისტესთან ერთად ჯვარზე გაკრული,
უხილავ ჯვარზე, სიტყვასთან ერთად,
შენ შეიგრძენი მისი ტკივილი,
ტკივილი, ჩემთვის რომ არ მივიღე,
და ვარ ტანჯვაში გაურკვეველთან."
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 6995

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<