siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-26 - 2:46 AM    
siyvaruli.in
ნუ გამაღვიძებ...
ჯერ ბოლომდე აცალე ფრენა
ცხენის ჭიხვინით შეშფოთებულ,
აფრენილ სიტყვებს,
გათენებამდე ო რამდენი
სიზმარი რჩება -
სადაც სიჩუმე
შემოდგომის ტკივილებს იტევს...
გათენებამდე
ალბათ ისევ, მოვა სიმღერა,
გიტარის სიმებს ახლეჩილი
ძველი ლოცვებით,
და ესმერალდაც აცეკვდება
ისე უეცრად -
რომ ყველა დარდი
გაიშლება კაბის ფოჩებით.
ჭიქა ღვინო და
გაცრეცილი გრიფელის დაფა,
სასმელს სიმღერებს აყოლებენ
მთვრალი ბოშები
ვიღაც მკითხაობს,
გაბრუებულ კლიენტებს ალბათ
ცდილობს დასტყუოს -
შერჩენილი, ბოლო გროშები.
წამო,
ცხოვრებას მოვახვიოთ
დილამდე ფარდა
ღამეც ისეთი სულმოკლეა
ვერ დაენდობი,
დღეს ყველაფერი ადვილია
სიცოცხლის გარდა,
მარტო სიკვდილთან თამაშითღა
თუ გაერთობი.
ჰო,
მოიცადე,
გათენება ისევ შორსაა,
ჯერ არ გასცლია ჰორიზონტსაც
მუქი ფერები,
ეხლა ისეთი სიშორეა
ჩვენს შორის ლანდად
მხოლოდ გაქცეულ
აჩრდილებს თუ მოეფერები
ჰოდა...
აცადე,
ჯერ ბოლომდე აცადე ფრენა -
ცხენის ჭიხვინით შეშფოთებულ,
აფრენილ სიტყვებს,
გათენებამდე ხომ ამდენი
სიზმარი რჩება...
ნუ გამაღვიძებ,
გევედრები ნუ გამაღვიძებ...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<