siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-24 - 7:21 PM    
siyvaruli.in
ჩემი უნდა სათქმელი ვთქვა:
უთქმელობა არ ივარგებს, ვიცი!
თუმც თვალები დამებინდა,
მაინც დავდე ერთგულების ფიცი!
არ ჩაქრება კელაპტარი,
სანამ გვარზე იხტუნავებს კვიცი!
მოვილოცე ღვთის ტაძარი,
მე გულწრფელი სიყვარული ვიცი!
გული ღელავს პირველ ყოვლის,
როს იწყებენ ვარსკვლავები ციმციმს!
ვდგავარ სვეტად სვეტიცხოვლის,
კოლხიდელმა თავგანწირვაც იცის!
რასაც ვამბობ-მართალს ვამბობ,
არ სჭირდება ამას ფიცი-მტკიცი!
წვრილმანებზე აღარ ვდარდობ,
ქართველობამ დაფასებაც იცის!
დაასველა მიწა წვიმამ,
თხოთის მთაზე კვლავ ჩამოწვა ნისლი!
ჩამიქროლა იმ არწივმა -
ამირანს რომ დაუკორტნა ღვიძლი!
დამერწმუნე: ეგ სიცოცხლე
კარგი საქმის საკეთებლად მიღირს!
ვარ მამულის მეციხოვნე,
საქართველომ ჩახუტებაც იცის!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<