siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-03-29 - 12:22 PM    
siyvaruli.in
ქართველებო! ღვთის წყალობა მოდის ციდან,
შესაწამლი ვენახებიც შეწამლეთ,
მოწამენი შევიქენით ჩვენ იმ დღიდან -
რა დღიდანაც ქრისტესათვის ვეწამეთ.
მორწმუნენი ქრისტეს გავხდით ზვარაკები,
მტარვალს ყველა დავუმსხვრიეთ ოცნება,
ლექსის ენით უფალს ველაპარაკებით,
ერი კიდევ ბევრჯერ დაილოცება.
მტკვარში ძველი გადავყარე მონეტები,
ყვავილებიც გავატანე მდინარეს,
მსურს მოგიძღვნათ სიყვარულის სონეტები,
საქართველოს ვხედავ ცრემლდამდინარეს.
ქართველობავ! ღვთის წყალობა მოდის ციდან,
უფლის მადლით ვუმკლავდებით ქარ-წვიმებს,
მოწამენი შევიქენით ჩვენ იმ დღიდან -
რა დღიდანაც ცისთვის თავი გავწირეთ.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<