siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-20 - 12:15 PM    
siyvaruli.in
თქვენზე ფიქრები ისევ მაწამებს,
ჩნდება წყვდიადის შავი ფარდები.
ანგელოზებმა ცილი დამწამეს,
ქარიშხალს ჰგვანან ჩემი დარდები.

უსიყვარულოდ სიცოცხლე არ მწამს!
დავბორიალობ ბოშა რონინით.
მრავალი ცრემლი ჩამოსკდა წამწამს,
ცით ჩამომწყდარი საფირონივით.

თქვენზე ფიქრები ვერ მოვიშორე,
მიცნობდეთ ყველა მქვია პაულო.
მინდა ცისფერი შევქმნა სიშორე,
სასწაულივით ვისასწაულო!

ქალბატონებო გული მოგპარეთ,
თქვენს სურნელებას მღერის იელი.
ბაგეთა თქვენთა ღვთაებრივ კრთომას,
ვერ შეაფასებს ძეხორციელი.

ნამთვრალევ ღამით გავილეშები
და თვალს მივაპყრობ ძვირფასს საფირონს.
ზურმუხტოვანი არის დღეები,
ზურმუხტოვანი და უნაპირო.

დღეს პოეზიას სისხლის სუნი აქვს,
მოვსულვარ ვნებით, კრული დარდებით.
და ლამაზებო არ გაგიკვირდეთ,
მეოცნებეს თუ შეგიყვარდებით.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<