siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-19 - 4:54 AM    
siyvaruli.in
შენ გაიღიმებ, როცა ჩემს სახელს

ამოიკითხავ პატარა გულში

ძველი განცდები კვლავ თვალებს ახელს,

კვლავ არ გიმართლებს ამ სიყვარულში..

აზრადაც კიარ მომსვლია თავში,

როგორ მეძებდი ნაცნობ ქუჩებზე ,

ჩემთვის ყოველთვის იყავი ბავშვი,

ნაზი ღიმილით ლამაზ ტუჩებზე..

არვიცი დღეს რას გვიმზადებს ბედი

და თუკი შეგხვდი სადმე შემთხვევით,

გკითხავ-როგორ ხართ პატარა ლედი?

და მოწიწებით ხელზე გემთხვევი..

მიყვარს ის გრძნობა რაც გულით დაგაქვს,

ღმერთმა გიბოძა შენ ამის ნიჭი,

მაგრამ აქ ყოფნის უფლება არ გაქვს,

მე უკვე არ ვარ პატარა ბიჭი..

მე ვერ წაგართმევ თავისუფლებას,

თუნდაც ვხედავდე შენთან საერთოს,-

პატარავ, ნურვის მისცემ უფლებას,

რომ შენი წმინდა გრძნობით გაერთოს..

შენ გეწყინება, როცა ჩემს სახელს

ამოიკითხავ წასულთა შორის,

მერე მიგიღებ მე როგორც მნახველს

და უკვე აღარ შემრცხვება ჭორის..
 
გაუზიარე მეგობრებს

0  
1 ucha xabazishvili   (2013-01-15 11:13 PM) [Entry]
sikvaruli da cxovreba daundobeliaaaaa










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<