siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-03-29 - 5:13 AM    
siyvaruli.in
სხვადასხვა კულტურებში არსებობს ტრადიციები, რომლის მიხედვითაც ბავშვებს აქორწინებენ ჯერ კიდევ ბავშვობაში(Child marriage and child betrothal customs ), იმ ასაკამდე სანამ გახდებიან რეპროდუქციული უნარის მქონენი. დღესდღეობით ეს ტრადიციები მძლავრად არის აფრიკის ნაწილში, აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, ნაწილობრივ სამხრეთ ამერიკაში და ოკეანიაში (წყნარი ოკეანის კუნძულები). გარკვეულ შემთხვევებში დაქორწინება ხდება ზრდასრულსა და ბავშვს შორის, ბავშვი ძირითადად მდედრობითი სქესისაა.

ბავშვთა ქორწინებები ზოგჯერ დამოკიდებულია სოციოეკონომიურ მდგომარეობებზე, ევროპაში ფეოდალურ ერაში გამოიყენებოდა ასეთი ქორწინებები პოლიტიკური მიზნებისთვის და საგვარეულოებს შორის კავშირების შენარჩუნებისთვის.

იუდაიზმში არსებობს ქორწინების დაბალი ასაკი, შესაბამისად მათ შორის დასაშვებია ბავშვთა ქროწინებები. ასეთ შემთხვევებში ძირითადად დიდი ასაკობრივი ნაპრალია მამაკაცს და ქალს შორის. ეს ტრადიცია ძირითადად გავრცელებულია აშკენაზებში. ketannah -ით მოიხსენიება გოგონა 3-12 წლებში, ამ ასაკში მამას სრული უფლება აქვს დააქორწინოს თავის ქალიშვილი საკუთარი სურვილისამებრ. თუ მამა გარდაცლილი ჰყავს გოგონას მასზე გადაწყვეტილების მიღების უფლება ეძლევათ ძმებს.

აფრიკაში საკმაოდ გავრცელებულია ბავშვთა ასაკში ქორწინება, მიუხედავად იმის,ა, რომ მრავალ ქვეყანაში კანონით არსებობს ქორწინების ასაკის საკმაოდ მაღალი ზღვარი 16-18 წელი. ბავშვთა ასაკში ქორწინებას ხელს უწყობს სხვადასხვა რელიგიები, სიღარიბე ტრადიციები. ზოგ შემთხვევაში სასიძო ოჯახს გოგონას საფასურს უხდის და ამის შემდეგ ქორწინება მასზე . გადახდა ხდება ზოგჯერ ნაღდი ფულით, ზოგჯერ მიწით, საქონლით, ან სხვა რამე ღირებული ნივთებით. უმეტეს შემთხვევაში გოგონა გარდატეხის ასაკამდეც ქმართა ცხოვრობს, ამისხ მიზეზი ძირითადად სიღარიბეა, რადგან მშობლებს ხშირად არ აქვთ იმის საშუალება, რომ გამოკვებონ, ჩააცვან და მოიუარონ ქალიშვილს. გოგონების დიდი რაოდენობა ამ მიზეზით განათლებასაც კი ვერ იღებს ბიჭებისგან განსხვავებით. მალიში გოგონების და ბიჭების ქორწინების ფარდობა 18 წლის ასაკამდე არის 72:1 ხოლო კენიაში 21:1

დაბალ ასაკში ქორწინებებს ამ ქვეყნებში მოჰყვება მრავალი დამატებით პრობლემები: სამეანო ფისტულები (საშოს ფისტულა მაგ. სწორ ნაწლავთან.) ნაადრევი მშობიარობები, მკვდრადშობადობები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, სიმსივნეები (საშვილოსნოს ყელის სიმსივნე).

აზიაში, ძირითადად ქორწინების ასაკამდე ქორწინებები ხდება ინდოეთში, ბანგლადეშში, პაკისტანში.

შუა აღმოსავლეთშიც დამკვიდრებულია ბავშვთა ქორწინებები, მუჰამედი დაქორწინდა აიშა-ზე მაშინ, როცა ის იყო 9 წლის (Sahih al-Bukhari, 7:62:64) (მიუხედავად ამისა, მეუღლეს დაეუფლა მხოლოდ მას შემდეგ რაც მიაღწია სქესობრივი მომწიფების ასაკს), სპარსეთშიც გოგონების უმეტესობა ქორწინდებოდა პრეპუბესცენტულ (პრეპუბერტატულ) ასაკში. იემენშიც გოგონების დიდი ნაწილი ქორწინდება დაახლოებით 15 წლის ასაკში. საუდის არაბეთშიც საკმაოდ ხშირია ახალგაზრდა ასაკში ქორწინება, ზოგ შემთხვევაში საუდის არაბეთში 9 წლის გოგონები მოჰყავთ ცოლად.

აშშ-ში ქორწინება შესაძლებელია 16-წლის ასაკშიც მშობლების თანხმობით, ხოლო მათი თანხმობის გარეშე 18-წლის ასაკისთვის. იგივე მდგომარეობაა საქართველოსკანონმდებლობითაც.

საშუალოდ ათწლეულის განმავლობაში მოსალოდნელია 100 მილიონამდე ბავშვი გოგონას ქორწინება.

ადრეული ქორწინებები ჯანმრთელობის დაცვის საკითხების ნაწილია და ადამიანის უფლებების დარღვევაა.

ადრეული ქორწინებებთან ასოცირებულია:

მეუღლეებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა;
სოციალურ იზოლაცია და შეზღუდულობა;
შეზღუდული საგანმანათლებო პროგრამები;
დაორსულების მაღალი მოთხოვნა;
დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი;
აივ- ინფექციის და სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მაღალი გავრცელება;
შეზღუდული სოციალური მობილურობა (გადაადგილების შეზღუდულობა);
მედიასთან შეზღუდული წვდომა (ტელე, რადიო, ინტერნეტ რესურსები);
შრომის ბაზრის დაბალკონკურენტუნარიანობა.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<