სასიყვარულო პოეზია
siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2016-12-05 - 1:30 PM    
siyvaruli.in
სუსტი სქესის ნებისმიერი წამომადგენელი ოცნებობს იცოდეს ის, თუ რა ელის სამომავლო სასიყვარულო ურთიერთობებში. ცხოვრებაში ბევრი ფაქტორი და მათ შორის ინტიმური ცხოვრებაც მეტად დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანს განეკუთვნება ქალი. ეროტიკული ჰოროსკოპი არა მარტო შესაბამისი პარტნიორის არჩევაში დაგეხმარებათ, არამედ საშუალებას მოგცემთ უკეთ შეიცნოთ საკუთარი თავი და ფარდა ახადოთ თქვენს იდუმალ სურვილებს. ვერძი: ვერძი ქალბატონები ჯიუტობით გამოირჩევიან და მამაკაცთან ურთიერთობისას თავად უყვართ გარკვეული ინიციატივების გამოჩენა. ვერძებს ძალიან მარტივად შეუძლიათ მამაკაცთან საერთო ენის გამონახვა და ამის გამო არც თაყვანისმცემლების ნაკლებობას უჩივიან. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ქალბატონს სექსუალური კავშირის დროსაც არ სიამოვნებს მამაკაცზე დამოკიდებულება და შეუძლია გარკვეულწილად ეგოისტურადაც მოიქცეს. კურო: ამ ზოდიაქოს ნიშნის მქონე ქალბატონები მეტად მგრძნობიარენი არიან. თუმცა, ამასთანავე მეტად პრეტენზიულები და მომთხოვნებიც. სწორედ ასეთი ტიპის ქალბატონები აიძულებენ მამაკაცებს დიდი ფინანსური სახსრების დახარჯვას. თუმცა, ეს ქალბატონები მამაკაცის იმედებს სრულიად ამართლებენ სექსუალურ ურთიერთობებში. როცა სიყვარულს ეხება საქმე, ეს ქალბატონები მეტად მგრძნობიარენი და გულღიები არიან. თუმცა, ეს ნამდვილად არ არის იმის გარანტი, რომ ქალს მისი პარტნიორი მალე არ მობეზრდება და არ დაიწყებს ახალი შეგრძნებების ძიებას. ტყუპები: ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი ქალბატონები სექსუალური ურთიერთობისას დიდი გონიერებითა და ჭკუით გამოირჩევიან. ამასთანავე მათ აქვთ ადამიანების გაგების უნიკალური უნარი. ერთი მხრივ, ეს თვისებები მათ ეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუმცა იდეალური პარტნიორის ძიებისას ყოველივე პირიქით ხდება. ტყუპები არ გამორიცხავენ შემთხვევით სექსუალურ კავშირს. თუმცა, სინამდვილეში დამოკიდებულები არიან მხოლოდ საკუთარ პარტნიორზე, რომლებსაც საიმედოდ თვლიან. თუ ტყუპები მათთვის სასურველ მამაკაცს ხვდებიან, მათი ქორწინება ბედნიერი ოჯახის მაგალითად იქცევა. კირჩხიბი: ეს ქალბატონები მეტად ვნებიანები არიან შინაგანად, მაგრამ საზოგადოებაში მეტად თავშეკავებულად იქცევიან. ბევრ მათგანს სჯერა, რომ სექსუალური სურვილები ეს სისუსტის გამოვლინებაა და ისინი ყოველთვის ცდილობენ გაექცნენ ასეთ „სისუსტეებს“, მათ არ უყვართ როცა მამაკაცზე დამოკიდებულები არიან. ხშირ შემთხვევაში, ამ ქალბატონებს შესწევთ ძალა გაწყვიტონ ყოველგვარი ურთიოერთობა მამაკაცთან, პირველივე ფიზიკური ურთიერთობის შემდეგ. მიუხედავად ყველაფრისა, თუ მამაკაცი საკმაოდ მომთმენი აღმოჩნდება, მას შეეძლება საყვარელი ქალი მეტად თბილ და ნაზ მანდილოსნად აქციოს. ლომი: ეს ქალბატონები ხშირ შემთხვევაში ვიზუალურად მეტად მიმზიდველები არიან, მაგრამ ნაკლებად გამოირჩევიან ტემპერამენტულობით. ეს ქალბატონები არასდროს აძლევენ გრძნობებს საშუალებას მათზე გავლენა მოახდინონ და ყოველთვის უგრძნობლები რჩებიან. ძირითადად მათთვის ვნება უცხო ხილია. ამ ქალბატონების გარკვეული უხეშობა ინტიმური ურთიერთობისას იმით აიხსნება, რომ მათ ნეიტრალური დამოკიდებულება აქვთ სექსუალურ კავშირზე. ლომები თითოეულ ახალ თაყვანისმცემელს ისე აღიქვამენ, როგორც პოტენციურ საქმროს, ეს კი ურთიერთობაში ნამდვილად ხელისშემშლელი ფაქტორია. ქალწული: ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი ქალბატონები სილამაზით, სინაზითა და ხასიათის სირბილით გამორჩევიან. ამიტომ ისინი პრაქტიკულად ქალის იდეალები არიან და ახალგაზრდა მამაკაცებში დიდი პოპულარობითაც სარგებლობენ. ეს ქალბატონი სრულებით ენდობა მამაკაცს, მათ შორის ინტიმური ურთიერთობისასაც. თუმცა, ქალწული მამაკაცს არასდროს მისცემს უფლებას უბრალოდ გამოიყენოს იგი. სასწორი: ეს ქალბატონები მეტად ძლიერი სექსუალური ტემპერამენტით გამოირჩევიან. თუმცა, რეალურად ისინი ძალიან ნაკლებ ყურადღებასა და მნიშვნელობას ანიჭებენ ინტიმურ ცხოვრებას. მათ არ შეეფერებათ არც მეტად ძლიერი მამაკაცი და არც ძალიან სუსტი. რადგან არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში სასწორი შესაბამის კმაყოფილებას არ განიცდის. მორიელი: ამ ზოდიაქოს ნიშნის მქონე ქალბატონი შემთხვევით არ იწოდება ნამდვილად ლამაზ და მიმზიდველ ქალად. ეს ქალბატონები მეტად მიმზიდველები არიან და იდუმალ სილამაზესაც ფლობენ. ამასთანავე მეტად ჭკვიანებიც გახლავთ. ხშირ შემთხვევაში შეუძლია თავი ხელში აიყვანოს. თუმცა ყოველგვარ კანონსა და წესს ივიწყებს ინტიმური ურთიერთობისას. მეტად ლაღი და თავისუფალი, უკომპლექსო ხდება. ამასთნავე, ეს ქალბატონი ძალიან ერთგულია და საპირისპირო სქესის წარმომადგენელს ყოველთვის შეუძლია მას ენდოს. მშვილდოსანი: მშვილდოსანი გამოირჩევა ჭკუით, მახვილგონიერებითა და ცნობისმოყვარეობით. სექსუალურ ურთიერთობებში მისი ფანტაზია პრაქტიკულად უსაზღვროა. მშვილდოსნებს შეუძლიათ დატკბნენ ცხოვრებით და ინტიმური ურთიერთობიდანაც მაქსიმალური სიამოვნების მიღების სურვილი აქვთ. ამასთანავე, მშვილდოსანი ძალიან მარტივად ღალატობს საყვარელ ადამიანს, არ აქვს მნიშვნელობა ოფიციალურად დაქორწინებულია, თუ უბრალოდ საქმრო ჰყავს, მას შეუძლია ნებისმიერი შესაძლო სექსუალური ურთიერთობიდან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს და არავითარ შემთხვევაში არ იტყვის ამ განცდებზე უარს. თხის რქა: ეს ზოდიაქოს ნიშნები ყოველთვის ყოველგვარი წესის დაცვას ცდილობენ. თუმცა ამას გარშემო მყოფებისთვის არც თუ ისე შესამჩნევად აკეთებენ. ისინი მეტად მოსიყვარულე და სექსუალურ ქალბატონებს წარმოადგენენ. თუმცა დროდადრო ისინი მეტად ვნებიანები ხდებიან და სხვადასხვა ინიციატივებსაც კი იჩენენ ინტიმური ურთიერთობისას. დასაშვებია რომ ამ ზოდიაქოს ნიშანმა საკუთარ მეუღლეს უღალატოს, თუმცა, ასეთ შემთხვევაში დაუღალავად ეცდებიან დაკარგული რეპუტაციის აღდგენას. მერწყული: ეს ზოდიაქოს ნიშნები მუდამ კარგი ხასიათით გამოირჩევიან და მათ ფართო სამეგობრო წრე ყავთ. აქედან გამომდინარე, მერწყულისთვის მნიშვნელოვანი სულიერი მეგობრობა და ერთობაა, ინტიმური ურთიერთობა კი მისთვის მეორეხარისხოვანია. ამასთნავე, მათთვის მნიშვნელოვანია რომანტიკა და სენტიმენტები. აფასებენ ასეთ მახასიათებლებს მამაკაცებში და უყვართ, როცა შესწევთ მისი ხასიათისა და განწყობის გათავისება. თევზები: ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები მეტად განვითარებული ჭკუა–გონების პატრონები არიან. ძალიან უყვართ ოცნება, ეადვილებათ გადაწყვეტილების მიღება და მიზნის დასახვა, თუმცა ხშირ შემთხვევაში არ შესწევთ ძალა მიზანი საბოლოო ეტაპამდე მიიყვანონ. ისინი საკუთარ პარტნიორს აღმერთებენ, ეს კი ინტიმური ურთიერთობისას მაქსიმალური სიამოვნების მიღებაში ხელს უშლით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალბატონები მისაღები თვისებებით გამოირჩევიან, მამაკაცები ხშირად აქცევენ მათ ზურგს. თევზებს შეუძლიათ უღალატონ საკუთარ პარტნიორს. მიზეზის დასახელება კი თავადაც გაუჭირდებათ!
 
გაუზიარე მეგობრებს

0   Spam
2 Nini   (2012-12-30 3:23 PM)
kargi horoskopiaa magram upro kargi iqnebaa rom kacebzec dadoot esetii horoskopebii : ))

0   Spam
1 madona   (2012-03-26 8:05 PM)
mshralad mowodeebuli informaciaa, uketesadac sheicleboda










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 6995

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<