siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-03-29 - 4:14 PM    
siyvaruli.in
გახსოვს? პირველად რომ შევხვდით ერთმანეთს? მაშინ წვიმდა...... კოკისპირულად წვიმდა. მე მოვდიოდი ჩაბნელებულ ქუჩაში მარტო და წვიმის წვეთები სახეზე მეცემოდა. მოვდიოდი წვიმაში და ჩემს გულშიც წვიმდა....... ო, როგორ ვოცნებობდი მაშინ რომ გამოედარა, მზე ამოსულიყო ჩემს ცხოვრებაში და გაეთბო და გაენათებინა ჩემი გული..... ო, როგორ მჭირდებოდი მაშინ......
მოვდიოდი წვიმაში და ჩემ გულშიც წვიმდა......
სწორედ მაშინ შეგხვდი. ქუჩაზე მოაგელვებდი მანქანას. მე ვერ შეგამჩნიე.... ვერც შენ.... ასე უეცრად აღმოვჩნდით ერთმანეთის წინ.... შენ შეგეშინდა და სწრაფად დაატორმუზე.... მანქანიდან გადმოხვედი და მომვარდი..... მხრებში ჩამჭიდე ხელი და მაგრად შემარხიე.... კაპიუშონი მომეხადა თავიდან და თმები წინ გადმომეყარა.... შენ შეცბი... ცოტა ხანს გაშტერებული მიყურებდი.... მერე თმაზე შემეხე, გადამიწიე სახიდან და ნაზად მაკოცე.... ბაგე დამისველე.... მე არ ვინძრეოდი.... გამიღიმე და მითხარი: "გიპოვე". შენმა გულმა მიპოვა..... ჩემმა გულმა კი შენი გული იპოვა.... დიდხანს ვიდექით ასე გაუნძრევლად და ერთმანეთს უსიტყვოდ შევციცინებდით. არაფერს ვამბობდით, მაგრამ ჩვენი თვალები ამბობდნენ ყველაფერს..... ჩვენი თუჩები გადასცემდნენ ერთმანეთს ჩვენ სათქმელს... არასდროს მიგრძვნია ასეთი ბედნიერება....
ჩემ გულს უხაროდი, შენ უხაროდი!!! შენ ისევ მიღიმოდი....
-გინდა?
-რა?
-ვიცეკვოთ წვიმაში ერთად?
-მინდა...
მე დაგთანხმდი....
და ჩვენ ვცეკვავდით წვიმაში ერთად..... თავდავიწყებით.... საიდანღაც მუსიკის ხმა გაისმა.... სადღაც როიალი უკრავდა.... სიყვარულის რომანსს უკრავდა....
ჩემს გულში კი სიყვარული უკრავდა და ზეიმობდა....
შენ ერთი ხელი მაგრად ჩამჭიდე, მეორე ხელი წელზე შემომხვიე და შენსკენ ახლოს მიმიზიდე.... გულზე მიმიკარი.... და ასე ცეკვით შემოვიარეთ ჩვენ მთელი ქუჩა.... ისე ახლოს ვიყავი შენთან შენს სუნთქვასაც ვგრძნობდი, შენი გულისცემა მესმოდა... მესმოდა როგორ რიტმულად ცემდა შენი გული, მუსიკას ყვებოდა, თითქოს ისიც ცეკვავდა.....
ჩვენ ვცეკვავდით წვიმაში ერთად..... სიყვარულის წვიმა გვაწვიმდა თავზე... ვცეკვავდით და ვერც კი შევნიშნეთ წვიმამ როგორ გადაიღო და მთვარე გამოჩნდა....
მთვარე!! ბადრი მთოვარე.... ბევრი პოეტისა თუ კომპოზიტორის შთაგონების წყარო... მთვარე რომელიც გალაქტიონს ასე უყვარდა და ილიას ასე სძულდა..... მე მიყვარდა მთვარე.... იმ დღიდან შემიყვარდა.... შენ ცაში იყურებოდი და უყურებდი მთვარეს. ვერც კი ხვდებოდი მთვარის შუქი როგორ გეცემოდა სახეზე და გითანებდა და კიდევ უფრო კდემამოსილს ხდიდა მას!! მე წამით შემშურდა მისი..... შენ ხელი მაგრად ჩამჭიდე და გაიქეცი..... მეც გამოგეკიდე.... მივრბოდი ორივე.... წყლის გუბეებში თამამად ვხტებოდით და წინ მივიწევდით... შენ ზღვის ნაპირთან მიმიყვანე, გინდოდა მთვარესთან უფრო ახლოს მივსულიყავით და ხელით შევხებოდით, მაგრამ რაც უფო ახლოს მივდიოდით ის სულ უფრო გვშორდებოდა......... შენ ისევ ხელი მომკიდე და გამიღიმე... შენმა ღიმილმა მომაჯადოვა..... შენმა თვალებმა დამიმონა.... შენმა სხეულმა მისი გამხადა.....
მთვარე კი გვიყურებდა... შენ მითხარი მთვარე არ გაგვყიდის და საიდუმლოს შეგვინახავსო.... და ნიკაპზე ნაზად მაკოცე.... მე მოგენდე.... მთელი ჩემი სხეულით და მთელი ჩემი სულით..... თავი შიშველ მკერდზე მოგადე და მოგეხვიე....
ჩამეძინა........
შენმა სურნელმა და სითბომ თავბრუ დამახვია და ჩამეძინა.... მერე მახსოვს რომ შემცივდა... სხეულზე სისველე ვიგრ ძენი..... თავიც შენ მკერდზე აღარ მედო.... შეშინებულს გამომეღვიძა.... შენ იქ აღარ იყავ!! ზემოთ ავიხედე, მაგრამ აღარც მთვარე ჩანდა.... მთვარეს შერცხვა შენი საქციელის გამო და დამალულა სადღაც.... ავკანკალდი.... ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი.... ფიქრებში წასული სიცივემ და სისიველემ გამომარკვია.... და მივხვდი რომ წვიმდა.... ისე წვიმდა როგორც მაშინ, სანამ შენ გაგიცნობდი.... მე გავიხსენე განვლილი საღამო და მივხვდი რომ ჩემს გულშიც ისევ გაწვიმდა......


 
გაუზიარე მეგობრებს

0  
1 nini12   (2012-01-16 10:06 PM) [Entry]
au dzalian magariaaaaaaaaaaaaa










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<