siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-25 - 4:09 AM    
კოშმარულ სიზმრებში ფარულად ნანახი
ვეძებ ვარსკვლავებს,გულის კანკალით,
ვერ დავამთავრე გონდაკარგულმა,
ვიწრო ქუჩებში მარტომ ფარფატი,
ვეხები კედლებს ცივს და გამურულს,
რა ვქნა?ვერ ვაღებ კარებს დახურულს,
ფანჯარა ღიაა,მაგრამ შორია,
სიგრძეა უსაზღვრო თავნება დიდი,
ფრენა შემეძლოს?!გავფრინდებოდი,
საზღვარს სულ ჩუმად გადავივლიდი.
სიხარულისგან შვებას ვიგრძნობდი,
თუ დავტოვებდი ადგილს შხამიანს,
თვალებზე ხელებს ავიფარებდი,
ღამეს გავაჩენდი,ლამაზ მთვარიანს,
ვივლიდი მარტო,წყვდიად ღამეში,
დამთავრდებოდა,თვალებზე ცრემლის
თავხედად თარეში,
სულ ერთ ღამეში დამთავრდებოდა,
ლამაზ სულზე ბოროტის ალერსი,
დამთავრდებოდა უგზოუკვლოს წყეული ავბედი...
რა გადამაფრენს? იმ უცხო საზღვარს,
ის ხომ ჩემამდე მეტად შორია,
ყველაზე მეტად იმის გაგება საზარელია,
რომ,იმ საზღვრის ჩუმი მფარველი, ,,ის დემონია"
ის დემონია,რომელიც აფრთხობს ყველა სულიერს,
ის დემონია,ყველას რომ უცოდველი კრავი ჰგონია,
ზოგს რომ ჰკითხო,ის დემონი ყველას სჯობია,
ზოგს კი უჩვეულო მზერაში ქვეშევრდომად
ბევრჯერ ჰყოლია,
ვინ იტყვის ხალხნო,რომ კარს სევდა არ მოსდგომია,
ნურც გიკვირთ,იდუმალება სასწაული რატომ გგონიათ?
ეს ყველაფერი რეალობაა,და ტყუილი სულ არ მგონია!!!
ამ კოშმარულ სიზმრებში დასასრული ნეტავ როდია?
იმედ დაკარგულის ფიქრი
ჩახმახ მოწეული მჩატე თოფია,
ქვეყანა ,,თეატრია",ადამიანის ცხოვრება კი,
,,მძიმე როლია"....
2011\11\21\ 21:32
By saLY sokhadze
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<