სასიყვარულო პოეზია
siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2016-12-05 - 1:31 PM    
siyvaruli.in
მაპატიე..მაპატიე უფალო,რომ ისეთი არ ვარ როგორიც გინდა,რომ ვიყო...მაპატიე რომ ყოველ წუთს ვცოდავ..მაპატიე,რომ ყოველ ჩემს აღსარებას,კიდევ ერთი ცოდვა ემატება,მაპატიე რომ არ გიფასებ ამაგს...მაპატიე რომ ზოგჯერ არ ვიცავ მცნებებს და ვარღვევ მარხვას,მაპატიე რომ არ ვზრუნავ სულზე ისე,როგორც სხეულზე,მაპატიე რომ უნებურად ვტკენ,ვანერვიულებ..მაპატიე რომ გტკენ...მაპატიე რომ ზოგჯერ ცოდვას ნებით ჩავდივარ,იმ იმედით რომ მაპატიებ...მაპატიე,რომ ისე ძლიერ არ მიყვარხარ როგორც უნდა მიყვარდე,მაპატიე რომ დაპირებებს არ ვასრულებ პირნათლად..მაპატიე,რომ ზოგჯერ ვცრუობ,მაგრამ არასოდეს სხვის საზიანოდ..თუმცა რა მნიშვნელობა აქვს....დიდი და პატარა ცოდვა ხომ არ არსებობს,ისევე როგორც "ნემსის ქურდი და აქლემის ქურდი ორივე ქურდია"....მაპატიე,რომ ვერ გსტუმრობ ხშირად...მაპატიე,რომ ზოგჯერ ცოდვას ვარჩევ,ტკბილ ზიარებას...მაპატიე,რომ დაღლილი,ურცხვად მოვდივარ შენთან ატირებული,გიჩოქებ და შენდობას ვითხოვ,მე ხომ ვიცი რომ არ ვარ კარგი..უფალო შენ ხომ იცი,რომ ეს ცრემლები სინანულისაა,ხომ იცი როგორ მინდა კარგი გავხდე,ხომ იცი როგორ ვცდილობ..მე ვიცი,რომ შენ იცი,ვგრძნობ..ვგრძნობ,რომ არასოდეს არ მტოვებ,ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძობ...როცა მტკივა,როცა მიჭირს,შენთან მოვდივარ და საოცარ შვებას ვგრძნობ..შენი სიყვარული მავსებს უფალო...ხშირად მიფიქრია,რომელი მეგობარი გვაპატიებდა ერთსა და იგივე შეცდომებს ამდენჯერ,რომელი მეგობარი მოგცემდა ამდენ შანსს?და თუ გვაპატიებდა,გვაპატიებდა კი ისე,რომ გულში არ ჩაედო?ერთხელ მაინც რომ არ შეეხსენებინა?მაპატიე უფალო..მაპატიე,რომ ერთიდაიგივე შეცდომას ვუშვებდი და როცა მეგონა,რომ არ მაპატიებდი,სწორედ მაშინ ხელში აყვანილი მიგყავდი ტაძრამდე,თავზე შენს თბილ ხელს გადამისვამდი და შენს სისხლსა და ხორცს მაზიარებდი...მაპატიე უფალო,მაპატიე ისიც რომ ესე ვფიქრობდი..შემეწიე უფალო,მარტო არ დამტოვო...დამეხმარე,რომ სწორი გზით ვიარო..დამეხმარე,რომ შენს სიყვარულსა და რწმენაში გავძლიერდე..დამეხმარე,რომ არასოდეს წავიდე შენი მცნებების წინააღმდეგ..დამეხმარე,რომ სიყვარული ისევ შევძლო,რომ არ დავეცე,ან თუ დავეცემი ისევ შევძლო წამოდგომა..დამეხმარე,რომ ჩემი მძიმე ჯვრის ტარება შევძო და სხვებსაც ხელი შევაშველო...დამეხმარე,რომ მეტის დათმენა შევძლო,პატიება შევძლო.მიმრავლე ცრემლი სიხარულის,სინანულის,ბედნიერების...გამხადე ღირსი ხშირად ვეზიარო შენს სისხლსა და ხორცს,საკურნებლად სულისა და ხორცისა...დაიფარე უფალო სრულიად საქართველო და ქართველნი,გაუნათლე გონება და გული,დაიფარე და დაიცავი ავისგან და ცუდისგან ჩემი მეგობრები..გაგვაძლიერე და განგვამტკიცე რწმენაში...თვალცრემლიანი გევედრები უფალო,დაიფარე ყველა განურჩევლად სქესისა,ასაკისა და ეროვნებისა..უფალო შეგვიწყალენ...ამინ...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 6995

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<