siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-03-29 - 10:48 AM    
siyvaruli.in
„ როგორ მახსოვს ის წუთები,ქვას ფეხი რომ წამოვკარი და წავიქეცი.ჩემი თანატოლი ბიჭები მოურიდებლად დამცინოდნენ,მათ შორის იყავი შენც..მაშინ,ალბათ 6-7 წლისვიქნებოდი..მათთვის ყურადღება არ მიმიქცევია.მე შენგან მეწყინა.რატომ-არ ვიცი. მაშინ არც გამჩენია ეს კითხვა.უბრალოდ,ჩემთვის შენს სხვა იყავი. იმ ღამეს არ მიძინიია..ვფიქრობდი,ბევრს ვფიქრობდი.შენზე..ჩემზე..ჩვენზე. უაზროდ,ბავშვურად,მაგრამ მაინც ვფიქრობდი.ყოველდღე გარეთ გამოვდიოდი,ვუცდიდი შენს ჩამოსვლას,რომ მერე ერთად გვეთამაშა..შენ ყურადღებას არ მაქცევდი. ერთი წლის შემდეგ შენ ჩემთვის ისევ სხვა იყავი.. გავიდა კიდევ ერთი წელი და კიდევ სხვა იყავი. შენ და მე და შემდეგ სხვები..სკოლაშიც ერთად დავდიოდით.რომ წამოვიზარდეთ უკეთ გავიცანით ერთმანეთი და დავმეგობრდით. შენ ჩემზე ერთი წლით დიდი იყავი.ჩვენ ყოველ დასვენებაზე ერთად ვიყავით.მარტო მე და შენ არა,სხვა მეგობრებიც,მაგრამ მე მჯეროდა რომ ვიყავით მე და შენ. მხოლოდ ჩვენ.. ამის მერე,შენ სხვაგან წახვედი საცხოვრებლად..მე კი აქ დავრჩი,მარტო..მარტო არა,მე და ფიქრები,ფიქრებსში კი შენ. ისე მოხდა,რომ ზუსტად 4 წლის წინ მოვდიოდი ქუჩაში,ძალიან ცხელოდა. ვფიქრობ,რომ კარგად გამოვიყურებოდი. ხელში თაყვანისმცემლის გამოგზავნილი ვარდი მეჭირა.უცებ ქვას ფეხი წამოვკარი და წავიქეცი. ახლოს ჩემი თანატოლები და ცოტა დიდი ბიჭები იყვნენ..რამდენიმემ დამცინა.ზოგმა ვერც შემამჩნია. ხოლო,ერთერთი გამოეყო მათ რიცხვს,მომიახლოვდა და დახმარება შემომთავაზა. მეც უარი არ მითქვამს.. აფორიაქებულმა განვაგრძე გზა..თითქოს ვიღაცას მაგონებდა ის ბიჭი,,თითქოს მეცნო ეს ფაქტები,,ამ ფიქრებში ვიყავი გართული,როცა უკან გავიხედე და მორბოდა ბიჭი,რომელიც დამეხხმარა და მომაწოდა ვარდი..იქვე დამვარდნია.მადლობა გადავუხადე და გზა განვაგრძე..ვერ მოვითმინე და უკან მივიხედე.ის მიყურებდა,თითქოს მის თვალებში პატარა ბავშვს ვხედავდი,რომელიც ერთ დროს ძალიან მიყვარდა. დიახ,ის შენ იყავი. ბედმა ისევ შეგვახვედრა ერთმანეთს.. გავიდა რამდენიმე კვირა,შეიძლება თვქც კი,შენ არ ჩანდი,მე კი ყოველდღე მახსენდებოდა შენი ბავშვური თვალები..
ყოველ კვირას მომდიოდა ერთი წითელი ვარდი.ვფიქრობ,რომ მას შენ გზავნიდი,ის დღე,როცა შენი ვარდი უნდა მოსულიყო,ჩემთვის დღესასწაული იყო..მე მას მთელი გულით ველოდი. ერთ საღამოს ატყდა აურზაური.თითქოს ჩემი სახელი ჩამესმოდა ყურებში..ფანჯრიდან გავიხედე და ჩემი სახლის წინ დიდი გული ბრიალებდა და გვერძე ეწერა „მიყვარხარ ანი"..სადღაც შენც მოგკარი თვალი..ფეხები მომეკვეთა.,გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა..ვიღიმებოდი..ძალიან ვიღიმებოდი..მეცინებოდა,მაგრამ შესაფერისი სიტუაცია არ იყო  მთელი ღამე არ მძინებია,,ვფიქრობდი,ბევს ვფიქრობდი,,შენზე,,ჩემზე,,ჩვენზე.. ვხვდებოდი,რომ ბავშვური სიყვარული ისევ იღვიძებდა ჩემში.. ერთ დღეს ჩემს მეგობართან მივდიოდი..დაბადებისდღე ჰქონდა..ამიტომ განსაზღვრული მქონდა რომ სახლში გვიან დავბრუნდებოდი..ძალიან კარგი დრო გავატარე,,ვიცეკვეთ,ვიმღერეთ,ვიმხიარულეთ და სახლში დაბრუნების დროც მოვიდა. უკვე დაღამებულიყო..მივდივარ,მარტო,სიბნელეში და უცებ,ვიღაც თავს დამესხა,შემდეგ შევამჩნიე,რომ ორნი იყვნენ.ჩემი გაძარცვა სურდათ,მაგრამ უეცრად იქ ვიღაც გაჩნდა.. ვიღაც,ვის გამოჩენაზეც ისინი შეკრთნენ და გაიქცნენ..შენს სახეს ვერ ვხედავდი..დიდი მადლობა გადაგიხადე. შენ მკითხე"ხომ კარგად ხარო,ნება მომეცით გაგაცილოთო,სახლში უსაფრთხოდ რომ დაბრუნდეთო".მე უარს ვერ გეტყოდი..ვიარეთ ბევრი.არცერთს არ გვითქვამს არაფერი და ბოლოს,როგორც იქნა,მკითხე:"მოგეწონა ჩემი ყვავილები?ცეცხლი?"-მე შევკრთი,შემოგხედე,კარგად დაგაკვირდი და მივხვდი,რომ შენ იყავი..მე დადებითი პასუხი გაგეცი,შემდეგ ის გავიხსენეთ,რომ წავიქეცი და შენ რომ ამაყენე,შემდეგ რომ დამედევნე და ვარდი მომეცი. იმის შემდეგ,ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს..ვითომ შემთხვევით,მაგრამ ორივემ ვიცოდით,რომ ბოლოს და ბოლოს ჩვენს სახე მივეცით..ძალიან მიყვარდი..უზომოდ,უაზროდ,ვათევდი და ვაღამებდი შენს სიყვარულში..შენც ძალიან გიყვარდი..ნეტავ იმ დროს.. გავიდა დრო..ჩვენ ოჯახი შევქმენით.ბედნიერი თაფლობის თვე გვქონდა..ეს იყო ჩემთვის დაუვიწყარი დრო.წარმოიდგინე, მე და შენ,ჩვენ და არანაირი ფიქრები..მხოლოდ ჩვენ, და ფიქრების მაგივრად მხოლოდდამხოლოდ სიყვარული..კარგი თაფლობის თვე გვქონდა,ძალიან ბედნიერი,მაგრამ რა ვიცოდი ,რომ თაფლობის თვის შემდეგ დაიწყებოდა დიდი ტანჯვა? ჩვენ მანქანა ვიყიდეთ.ის მანქანა,რომელიც ღმერთმა იცის ახლა სად არის..ალბათ,სადგაც ზგვაში,ოკეანეში,სადმე..ეს რატომ დაგვემართა?ნუთუ ჩემი ამდენი წლის სიყვარული ასე უწყალოდ უნდა დამთავრებულიყო?.. შენ წახვედი..ისე წახვედი,რომ არც დამემშვიდობე,,მაგრამ შენ რა იცოდი ,რომ სამუდამოდ მიდიოდი,რომ სამუდამოდ მტოვებდი.. წახვედი შენ და დამიტოვე ფიქრები და პატარა ანგელოზი მუცელში..შენს საფლავზე ვათენებდი და ვაღამებდი..ვცოცხლობდი მხოლოდ ჩვენი შვილისთვის..გული შენკენ მომიწევდა.. მხოლოდ ჩვენი პატარა მაკავებდა და დღეს შევიტყვე,რომ ეს პატარაც,მუცელში რომ მეგულებოდა,შენ წაიყვანე..ისიც გამომაცალა ღმერთმა ხელიდან..დამტოვა მხოლოდ მე,ამ ჯოჯოხეთში..ფიქრები? აღარც ფიქრები..ვიზე ვიფიქრო? რაღა შემაკავებს ახლა? აღარ მინდა უთქვენოდ სიცოცხლე..ეხლა მე იმ ხიდთან ვდგავარ,სადაც შენ გამოემშვიობე სიცოცხლეს..მეც შენთან მოვდივარ..შენთან და ჩვენს პატარასთან..შენკენ მომიწევს გული..შენთან მინდა..ამ წერილს აქვე დავტოვებ.თან ვწერ,რომ ყოველ კვირას,ხუთშაბათ დღეს,ჩვენს საფლავებზე მოიტანონ წითელი ვარდები."
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<