siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-19 - 12:39 PM    
– სად მიდიხარ გოგო, ასე ჩადღაბნილი?
– მეგობრებთან, დედა!
– იმეცადინე ???
კითხვა უპასუხოდ დავტოვე როგორც ყოველთვის და კიბეებზე დავეშვი......10 წუთი მრჩებოდა...
–მოვედი,ბიჭებო...

მე მეტალისტი ვარ...მუსიკა ბავშვობიდან მიტაცებდა...მაგრამ მწარედ მახსოვს ის პერიოდი დედას ძალით რომ დავყავდი მუსიკალურ სტუდიაში...სამაგიეროდ მისი დაქადნება ,,ადრე თუ გვიან მადლობას მეტყვი რომ დადიოდიო,ზუსტად ახდა smile
როკ–მუსიკამ მე6 კლასიდან სერიოზულად ჩამითრია,იმის მერე კი ჩამოვაყალიბე საკუთარი სტილი და მალე სკოლაში ცნობილი გავხდი როგორც ყველაზე შეშლილი...
სტატუსი არ მანაღვლებდა მთავარი იყო ჩემი სამყარო მქონდა...
ინტერნეტ–სამყარომ კი საკმაოდ ფართო ნაცნობების წრე შემძინა...მალევე გავიჩინე მეგობრები და მათი დახმარებით როკ–ჯგუფის წევრიც კი გავხდი.....
მაგრამ ეს იყო ადრე......

(2009 წლის 16 მაისი )

– მარი!!!
– მარი ჩამოვიდა!!!
მანქანიდან გადმოვედი თუ არა, მეგობრები შემომესივნენ.
– მომენატრა აქაურობა...ახალი რა არის?–შევეკითხე ანის.
– ახალი მეზობლები გვყავს...
სადარბაზოსკენ გავიხედე.რამდენიმე უცხო ბიჭში ალეკო შევნიშნე და ხელი დავუქნიე.
– ჩამოხვედი?
მისი კითხვა არც გამიგონია ბიჭებისკენ ვიყურებოდი.ერთი ტიპი თითქოს სადღაც მენახა მაგრამ ვერ გავაცნობიერე სად...თითქოს ჩემი მზერა იგრძნო,თავი შემოაბრუნა და შავი თვალებით ინტერესით მომაშტერდა.მეც ჯიქურ გავუსწორე მზერა...
– გოგო,გესმის თუ არა?
– რა მითხარი? გავხედე ალეს.
– ახალი მეზობლები გვყავს!! ჩემს წინ გადმოვიდნენ...
– ვინ არიან?
–აქეთ მოდის.....
წინ ის ტიპი ამესვეტა, მზერით რომ მბურღავდა.
– ნიკა–გამომიწოდა ხელი.
– მარი–თავაზიანად ვუთხარი და ისევ დავაკვირდი.აშკარად სადღაც მენახა ეს მზერა...
–აქ ცხოვრობ?
– კი , როდის გადმოხვედით?
– 3კვირაა...შენ აქ არ დამინახიხარ ადრე.
2კვირა წასული ვიყავი...– გოგოებისკენ რომ გავიხედე
შევნიშნე კრისტი თვალებით როგორ გვჭამდა.დავიძაბე.
–კაი ახლა მამაჩემს მივყვები და საღამოს გნახავ კაი?–გამიცინა ნიკამ და იქვე მდგარი კრემისფერი მანქანისკენ გაიქცა...
გოგოებთან არ დავბრუნებულვარ სახლში ავედი და პირველი რაც გავაკეთე ჩემი საყვარელი სიმღერა ჩავრთე...
დედაჩემი ისევ ბუზღუნებდა, მის დასანახად წიგნებში თავით ჩავერჭე მაგრამ გავიდა თუარა ოთახიდან წამოვვარდი და ფანჯარას ვეცი,ეზოში არავინ ჩანდა.არც მანქანები...მხოლოდ მეზობლის კატა იწვა მზეზე და ზანტად იზმორებოდა...
ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა.
წესით ჩამოსვლა უნდა გამხარებოდა, მაგრამ რაღაც უცნაურ ემოციებში ვიყავი.
კრისტის მზერა გამახსენდა.,,შურიანი გველი!!!,, რა სიამოვნებით გავუერთიანებდი თავ–პირს....
–გოგო სახლში ხარ? მომესმა წინკარიდან დაქალის ხმა.ოთახში ანი შემოვიდა.
– ახალი მეზობელი ნახე? მკითხა და საწოლზე დაებერტყა.
– კაი ტიპია,კი მაგრამ რომ გიმესიჯებდი ფართზე რატომ არ მითხარი ?
– ოოოჰ, რავიცი არ დამინახავს ეზოში აქ,ალეკოს ახლდა 2დღის წინ და მაშინ გავიგე და დღეს შენც გაიცანი...
– რას საქმიანობს?
– მგონი ფეხბურთელია ამასწინად ვახოსთან ერთად ბურთს ათამაშებდა ძაან მაგარი ტექნიკა აქ...
ანიმ სიტყვა გაწყვიტა და დაეჭვებით შემომხედა.
– ასე რატომ დაინტერესდი?
– ისეთი გრძნობა მაქვს,თითქოს სადღაც მინახავს...–პულტს გადავწვდი და ისევ ჩემი საყვარელი სიმღერა ჩავრთე.
– აუ შენ კიდევ მაგას უსმენ?–აიმრიზა ანი.
– აბა რას ვუსმინო ენრიკეს?
– კაი კაი, გიჟი ხარ რა უნდა გელაპარაკო...ესე იგი ეს ბიჭი მოგეწონა...
– ნიკა...
– რაა?
– ნიკა ქვია...
 
გაუზიარე მეგობრებს

0  
1 Eri   (2014-06-10 6:03 AM) [Entry]
Of the panoply of website I've pored over this has the most veryaitc.










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<