სასიყვარულო პოეზია
siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2016-12-10 - 9:26 PM    
2კვირა ისე გავიდა,ნიკა არ გამოჩენილა,არც მანაღვლებდა...ჩვეულებრივად დავდიოდი დაქალებთან,ვსეირნობდი წვიმიან ქუჩაზე და ნაუშნიკებში ვუსმენდი საყვარელ ჯგუფებს, საღამოობით კი სამეგობროში ვერთობოდი...რატომღაც ბოლო დროს კრისტის საქციელები არ მომწონდა, სულ ცდილობდა ჩემს გაკრიტიკებას,გოგოებთან მივიდოდი თუარა ,პატარა დაუცველი გოგოს როლს თამაშობდა და სევდის ნიღაბს ამოფარებული კუთხეში მიჯდებოდა ხოლმე,მერე ყველა მას აწყნარებდა,მაგრამ მეკიდა...
ერთხელ გოგოები პარკში წავედით.გოგოებს გვირილების თაიგული უნდოდათ,მზიანი დღე იყო,სახლში ჯდომას არც მე ვაპირებდი.
ულამაზესი იყო უზარმაზარი გვირილებით გადაპენტილი ველი...სუნთქვაშეკრული ვათვალიერებდი იქაურობას,,,საერთოდ ბუნება მიყვარს...მაგრამ იმ დღეს ყველაფერი უჩვეულო ჩანდა...განმარტოება მომინდა...დიდი ნაძვის ქვეშ მოვიკალათე,და მალე ფიქრებში ისე წავედი, არც გამიგია გოგოები როგორ გაშორდნენ არემარეს...
–პრივეტ , მომესმა უცებ ზურგსუკან.შევკრთი.
ნიკა მოსულიყო...გოგოებს გავხედე ალეკო და გიორგი აქეთ–იქეთ დარბოდნენ და მათ ყვავილებს აყრიდნენ ეტყობოდათ მხიარული თამაშობა გაემართათ....
– აქ საიდან? შევეკითხე და წამოვდექი.
– ალეკოს გამოვყევი...
– კარგია... რას საქმიანობ? ..
საუბარს შევყევით.მომეწონა მისი გულახდილობა,და საუბრის ხალისიანი ტონი,მე მისგან განსხვავებით სიტყვაძუნწი ვიყავი.სეირნობა–სეირნობით მალე საკმაოდ დავშორდით მეგობრებს მაგრამ ეტყობოდა არ ანაღვლებდა.
ერთადერთი რაც მაფორიაქებდა.მისი მზერა იყო.თვალებში ეშმაკური ნაპერწკლები უკრთოდა ხოლმე...
უკან გავბრუნდით.
– რას აკეთებ?
კისერში რაღაც ვიგრძენი ხელი მოვისვი,ხელში წიწვები მომხვდა...შევტრიალდი მაგრამ უკვე გარბოდა.
– ასე ხომ?–დავიხარე.გვირილა მოვგლიჯე და გავეკიდე...მალე დავეწიე,თავის არიდება ვერც მოასწრო....ამ ჭიდილში ვერც კი გავაცნობიერე, რომ მთელი სამეგობრო შემოგვყურებდა...
ეზოში რომ დავბრუნდით,სახლში ავირბინე და მაისური გამოვიცვალე.ენი ამომყვა.
გატაცებით ვუამბობდი ,,როგორ გამაწვალა,, ნიკამ...ის თავს მიქნევდა თუმცა უცნაურად მიყურებდა.
– კარგი,წავედი მე, დღეს უნდა ვიმეცადინო და ვერ ჩამოვალ...
– კარგი....მერე ფართზე მოგწეერთ...
ეზოში ჩავედი და ისევ გავაგრძელე გართობა...ის დღე განსაკუთრებით ხალისიანი იყო...
შევნიშნე, რომ ნიკა ხშირ–ხშირად აპარებდა ჩემსკენ მზერას...
ალეკო არსად ჩანდა.მოუსვენრად ვიგრძენი თავი.მოულოდნელად ნიკა მოახლოვდა და გვერდით მომიჯდა.არანაირი რეაქცია არ მქონია.
– რატომ ხარ ჩაფიქრებული?
– ალეკო ხომ არ იცი სადაა?
– აქ ვარ – არსაიდან გაჩნდა ალე და მეორე მხრიდან მომიჯდა – მაგარი იყო დღეს მთელი დღე დავრბივარ გაკვეთილები დავიკიდე და ხვალ მომკლავენ....
– რატო მოგკლავენ? გამეცინა მე
– ერტად ვიმეცადინოთ, ბიჯო– უთხრა ნიკამ და მერხზე გადაწვა,მისი მკლავი მომხვდა მკლავზე და თითქოს დენმა დამარტყა.გვერდზე შეუმჩნევლად გავიწიე,მაგრამ ჩემდა გასაკვირად მანაც გამოწია ხელი და ისევ იგივე შეგრძნება დამეუფლა,გავბრაზდი და ხელი უხეშად გავაწევინე.გამიღიმა.
– ეშმაკო! მივახალე გაბრაზებით
– აუ მეძახიან...კარგი წავედი მარ...მერე გნახავ...
მიდიოდა,მაგრამ ფეხები უკან რჩებოდა,მანქანასთან რომ მივიდა გამომხედა და დამეჯღანა...
– შენ მგონი....დაიწყო ალეკომ
– რა?...
– გიყვარს?
– გაგიჟდი? არც კი ვიცნობ...
– რავიცი იასე საყვარლად დარბოდით დღეს...
– გეყოფა !!! თავში წამოვარტყამდი, მაგრამ ისე სერიოზულად მიყურებდა დავიბენი.
– ასე რატომ მიყურებ?
– მე მიმალავ რამეს გოგო? მეე?
– გეყოფა რაა!!! თვითონ მოვწონვარ? რამე გითხრა?
– არა,რაიყო?
– აბა საიდან გაგიჩნდა ეგ აზრი? შემეშვი რაა....წამოვდექი.გოგოები იშლებოდნენ,კრისტი აღარ ჩანდა და მესიამოვნა მის ბოღმიან სიფათს რომ ვერ ვხედავდი...
სახლში რომ ავედი დედაჩემმა ისტერიკა მოაწყო ამდენხანს სად ეგდეო...არაფერი მითქვამს ჩუმად გამოვიტანე სამზარეულოდან ღვეზელი და ჩემს ოთახში შევიკეტე...
საყვარელ მუსიკებს ვუსმენდი და წინ ნიკას ღიმილიანი სახე მედგა...
ტელეფონზე მესიჯი–მესიჯზე მომდიოდა, მე კი ფანჯარასთან დაფიქრებული ვიდექი....
ნუთუ შემიყვარდა?
იმ ღამეს დამესიზმრა ზღვა...თვალწარმტაცი ხედებით...ყვითელი პლაჟებით...მერე სურათი შეიცვალა და თვალწინ ნაცნობმა ღიმილმა გამიელვა....
 
გაუზიარე მეგობრებს

0   Spam
1 Domingo   (2013-08-11 10:20 PM)
Right onhi-ts helped me sort things right out.










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 6996

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<