siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-19 - 1:16 AM    
siyvaruli.in
მე შენ მიყვარხარ. მიყვარხარ უფრო მეტად ვიდრე სიტყვებით შეიძლება ამის გადმოცემა. მიყვარს ყოველი წვრილმანი, რაც ოდნავ მაინც არის შენთან დაკავშირებული, - შენი სანდომიანი ღიმილი, შენი სასიამოვნო ხმის გაგონება, შენი თვალების საოცარი სილამაზე. მე მიყვარს შენი ნაზად შეხება და სითბო, რომელიც შენგან გადმოდის ჩემზე, მე ხომ ყოველთვის ვგრძნობ ამას...

მე მიყვარს შენზე ოცნება, ფიქრი. მიყვარს ყოველი წამი, როდესაც მე შენს გვერდით ვიმყოფები, - ეს ხომ ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წუთებია. და კიდევ, საოცარი რამ ხდება ყოველთვის, როდესაც კი თვალებში გიყურებ: მე მუდამ ვიძირები საოცარი სიყვარულის უკიდეგანო მორევში...

მე იმდენად ვარ მოხიბლული შენით, რომ სულ ყველაფერი მავიწყდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე და მხოლოდ შენი ლამაზი თვალების და სახის ცქერა მინდა დაუსრულებლად...

ალბათ ყოველი ახალი დღის გათენება ჩვენი მარადიული სიყვარულის ზეიმია! არცერთი დღე არ არსებობს ჩემთვის შენი ნათელი ღიმილის გარეშე. რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება, შენ რომ არ იყო ჩემს გვერდით.... ჩემო ძვირფასო, მიყვარხარ მთელი გულით, მიყვარხარ და მეყვარები მარადჟამს შენ ვერასოდეს მიხვდები, რაოდენ დიდი სიხარული ხარ ჩემთვის.
როდესაც შენზე ფიქრებში ჩამეძინება ხოლმე, ვიღვიძებ, - ისევ შენზე ფიქრები მიტრიალებს თავში და თვალწინ შენი სახე მიდგას.
შენ ერთადერთი არსება ხარ, ვიზედაც ვოცნებობ ასე...
მნიშვნელობა არა აქვს, სად იმყოფები იმ წამს...
მე შენ გრგძნობ დღისითაც და ღამითაც...
ჩემი ცხოვრების მანძილზე ყოველ წუთს და ყოველ წამს ჩემი ფიქრებით მე მუდამ შენთან ვარ... თუ მოგენატრები, სიზმრად ჩაიტანე ეს დიდი სურვილი და ჩემს სუნთქვას იგრძნობ უმალ...

~თუ მოგენატრები, თვალდახუჭული რომ იყო, ჩემი ლანდი მოვა შენთან...

~თუ მოგენატრები, ჩქარ ტალღებს დაუკვირდი და ქვებზე ფეხშიშველ მორბენალს დამინახავ...

~თუ მოგენატრები, ხეივანში გაიარე და ფოთოლთ შრიალით გამოგეპასუხები...

~თუ მოგენატრები, ტაძრის ნანგრევებს მიაკითხე და რომელიმე ფრესკად ასვეტილ სახებაში შეიცნო უნდა ხატება ჩემი...

~თუ მოგენატრები, აფრენილ ჩიტს დაადევნე თვალთახედვა და მისი ფრთების ტლაშუნი ჩემს დამშვიდობებად მიიჩნიე...

~თუ მოგენატრები, ცისფერ ცას ახედე და ჩემი სახე თეთრი ღრუბლებით დაიხატება...

~თუ ძალიან მოგენატრები, სანთლები აანთე და მის მკრთალ შუქზე მებაასე, ჩემი სული უეჭველად მოვა შენთან...

~თუ მოგენატრები... როდესაც მოწყენილი ვარ - მე გიხსენებ შენ და ეს მავიწყებს ყველა ტკივილს...

როცა მიხარია - მე ვფიქრობ შენზე და მაშინ ვგრძნობ, რომ უფრო მეტად მიხარია... როცა მინდა გავიხსენო, თუ რატომ მოვედი აქ, მაშინ მე მახსენდება რომ აქ მოვედი მხოლოდ შენს გამო... დიახ, მე შენ მთელი გულით მიყვარხარ...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<