siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
* * *
2010-09-05 - 1:40 PM    

ეს გაუმარჯოს იმ წლებს, იმ წამებს
გულში რომ დარჩა, როგორც თქმულება
და ტკივილს,ტკივილს,ტკივილს უმწარესს
რომლის ბადალიც არ მეგულება.
-ეს გაუმარჯოს უსიტყვო ტრფობას
ენაზე თრ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 943-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-05 - 1:40 PM    
მოდი...იმგვარს გაუმარჯოს სიყვარულს!
ყივჩაღივით კარს,რომ შემოგილეწავს....
დღეს აქა ვართ,ხვალ სხვაგან მოგველიან
სად არ მოსჩქეფს სიყვარულის ვნების წყარო,
სიყვარული იმდენჯერვე პირველია!
რამდენჯერაც შეგიძლია შეიყვარო...
  ნანახია: 733-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-05 - 1:39 PM    
ჯამი აავსე, ხელში აწიე
გრძნობით აღსავსემ
თავი აწიე,
ცეცხლი დაანთე

შენს თავს დაძლიე
გრძნობითა ცეცხლში ჩვენც კი გაგვხვიე
მიდი დაგვლოცე, გულით დაგვლოცე
ჩვენ სმას ვაპირებთ ხელი გაწიე,

ჩვენ ისევ ვღელავთ, გრძნობებიც ღელავს,
შენ სმა განაგრძე, ჯამი აწიე.
ამ ჯამით მე თქვენ გზას დაგილოცავთ
მიდით ცხოვრებას გზაზე გასწიეთ,

ეს სადღეგრძელო უცებ აღმომხდა
როცა მე ჯამი ხელში ავწიე.
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 873-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-05 - 1:37 PM    
ხარ დიდი სანდრო ბოტიჩელის მადონა ნორჩი,
ამიმხედრდება შენი ერთი დანახვით სისხლი.
და მერე როცა გვერდზე წახრილს ბეჭებში გკოცნი,
ხოლო შენ ნაზად შენს ათასგვარ ღილაკებს იხსნი,
განუზომელი ნეტარების მოლოდინით მევსება ხორცი ...

ო, უტკბილესო ტიტანური შთამბერე ძალი
მინდა დაგწვდე და აგიტაცო უეცრად ცაში,
მინდა ვიყვირო, "საოცრება, შეხედეთ - ქალი".

მაგრამ ბნელდება და ხორხოცით, გრგვინვით და ტაშით,
უფსკრულში მიექანება დამსხვრეული ხორცი და ძვალი.
< ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 799-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-05 - 1:37 PM    
მეფეებივით ფიქრობენ მთები...
ღამე კოცონთნ სველ ფეხებს ითბობს...
მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები...
მთვარემ არაგვში შეასწროთ თითქოს...

ისე მაკლიხარ, ისე მომწყურდი -
ლამის არაგვის შევსვა პეშვებით.
ერთი ხევიდან ძლივს ამოსული,
უფრო უარეს ხევში ვეშვები.


კაცი არა ჩანს , რომ რამე ვკითხო.
გარინდულ კლდეებს ვესაუბრები.
და აი, ცაში ავედი თითქოს
და ბატკნებივით დაფრთხნენ ღრუბლები.< ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 662-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-05 - 1:36 PM    

შენ სანამ გძინავს -მე ვიღვიძებ
ისე უბრალოდ,გიყურებ და
ვფიქრობ ძილშიაც როგორ გინდა
მიხუტება....მერე გაკვირდები თვალებს ირგვლივ
რამდენით მეტია ნახაზები...
რატომღაც მძინარეს გეუბნები წლებისგან რომ
უფრო ლამაზდები...
მერე შენს თითებთან ჩავირბენ და
მზერით თეთრ ნატიფზე გავივაკებ...
და მიკვირს...ასეთი სასწაული
როგორ შეიძლება არ მიყვარდე?!
საბნის აწეული ნაპირიდან
მრგვალი მუხლისთავი მეცელქება...
შუბლზე აწყ ... კითხვის გაგრძელება »

  ნანახია: 816-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-05 - 1:36 PM    
შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა
შენი სიცოცხლისთვის_თუნდ სიკვდილი მინდა
შენი შუქი მინდა, შენი ჩრდილი მინდა
შენი წყაროს წყალი შენი ხელით მინდა.

ჩემი არ მეყოფა_სხვისი წილი მინდა
სხვა დაბადების დღე_სხვა ქორწილი მინდა,

შენი საიდუმლოს ყველა ღილი მინდა
შენი ბაგე მინდა, შენი კბილი მინდა.
მე შენს ნაკვალევზე სულ სირბილი მინდა
შენ რომ უნდა მოგკლას ის სიკვდილი მინდა.
შენთან სულ სიმღერა, სულ ღიმილი მინდა

ჩვენ რომ შეგვა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 598-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-05 - 1:36 PM    
აბა, მეტი რა გინდა?!
შენი, პოეტი ცოლის,აშლილ ლოგინზე წევხარ,
მიწა ცხელია,თითქოს მზე ჩამოკიდეს ხეზე,
ეგ შეჭმუხნილი შუბლი,თვალში რამდენჯერ მეცა,
იმდენი ღრუბლის ონკანს შენთვის მოვუშვებ, მენდე.
შენი პოეტი ცოლი გიყვარს შენს თავზე მეტად,
ერთი მტკაველი სითბოს აღება როცა იცის
მაგ ნაკვთებიდან კოცნად, აბა, მეტი რა გინდა?!
რაცოტა ჰყოფნის,ფიქრობ,კაცს ბედნიერებისთვის.
იქნებ ეწყინოს კიდეც,კარებთან მოსულ რიჟრაჟს,
მზერაგახსნილი ვნებით უკან რომ დააბრუნებ,
შე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 729-ჯერ |  კომენტარები: 2 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-05 - 1:35 PM    
წუხელ მთელი ღამე ვიბორგე....
დილას გამიხილეს თვალები...
ისევ შევიგრძენი სიცოცხლე,
ისევ წამოვდექი წვალებით...

ხელი დავუქნიე სიზმრებს და
სარკმელს მივეფეთე თოლებით...
წუხელ უწვიმია ფიქრებს და
დილა დამახვედრეს სოველი...

სულში წვეთებივით წვეთავენ...
შენი სტრიქონები მყაზარი...
ისევ გაღიმებას ბედავენ...
ნეტავ დასასრული სად არი?

დილა უსასრულოდ დიდია...
წვიმა ქარს ატყუებს საოცრად...
წვიმაც საყვარელი, მშვიდია...
ხედავ? მოგეპარა ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 878-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-05 - 1:35 PM    
ლექსის მტე ვარ მე შენი,
სტრიქონების ქაოსში...
მთელი ღამე უჩუმრად,
თავზე დამთენებია...
სულ მთლიანად მაოცებ,
არ მეგონა, გავვოცდი...
შენი სითბო უმზეოდ,
როგორ შემომთებია...

ეხლა დილას ვიზოგავ
და სტრიქონებს დავეძებ...
დილამ გამომაღვიძა,
ცა ფიქრებად მეხურა...
ვოცნებობდი ოდესმე,
შენი სუნთქვა მესმას და
რა მოხდება ბოლომდე,
მხოლოდ შენთვის მეყურა...

ზურგით როგორ ვიდგები,
ასე ვერ მოგიგობენ..
მეც თვალებში გიყურებ,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 767-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-05 - 1:35 PM    
მე საუკუნე დამიბერწა შენმა ლოდინმა,
სპეტაკი გრძნობა დასტყობიათ, დღეებს ქარიანს...
დღეები ისევ გამიგიჟა მე, მოლოდინმა
შენი ტუჩებიც, თითქოს ჩემი ნასუფრალია...

ფიქრი უშრეტი მეგებება, ისევ თავისობს,
და ყოველ დილა, მეშინია თვალის გახელა...
არავის უნდა სიყვარულით გული ამივსოს,
არავის უნდა სიყვარულის ჩემთვის გამხელა...

ვარ მარტოდმარტოდ დარჩენილი, აზრი ფირალი...
ახლა, ახლოა სინანული, დრტვინვა, გოდება.
ვარ უცხო ვინმე, მოწყენილი და თან მტირალი,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 751-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-05 - 1:35 PM    
მთელი სიცოცხლე ვდიე განთიადს,
უშენოდ დღეებს, მაინც ვემონე...
სანამდე გულში ცეცხლი ანთია,
მანამდე მოდი, დამაგემოვნე...

ვდიე განთიადს, ვდიე მომავალს...
და მოგირეკე ცაზე ღრუბლები,
მე დღესაც, შენი გულის მონა ვარ...
მაგრამ, ხმამაღლა ვერ გეუბნები...

გამოდი მზიდან, გამოდი გარეთ...
მომწყინდა ასე და გული მწყდება...
გახსოვს, ცა ფიქრებს რომ მივაბარეთ...
და ყვავილები, წყება და წყება...

ახლა, განთიადს ვხვდები შენამდე...
ვიცი ახლოა, ვიცი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 735-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-05 - 1:34 PM    
ხედავ? უშენობა ისევ მომიზვავდა...
ისევ მარტო ვარ და
ისე მოწყენილი...
მე ხან, გავარდნილი მეხი ვარ და
ხან ცა, სარკესავით მოწმენდილი...

ხედავ? ხელებივით ისევ გიფათურებს...
ქარის სითავხედე,
ასე გაგიჟებით...
მაგრამ უშენობას, მაინც ვინარჩუნებ...
ისევ, მეფერება თეთრი კლავიშები..

ხედავ? მოგიძღვენი სევდის სონეტები...
ჩემს თავს ვღალატობ და
ნოტებს ვეფერები...
მე ამ სამყაროში უხმოდ ვერ ვეტევი...
ხან წლებს ვუღიმი და ხანაც ვემტერები...
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 756-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-05 - 1:34 PM    
მაინც შენზე ფიქრი, თითქოს შენიღბული...

ისევ მეძახის და ისევ მაგონდება...
ფიქრებს შევეხიზნე, მაგრამ გარინდული...

ჩვენი სიყვარული გდია მოგონებად...



თითქოს შენს თვალებსაც ვეღარ გავუძელი...

ბოლო ამოსუნთქვაც შენთვის შევინახე...

მაგ საოცარ ღიმილს ვერსად დავუძვერი...

წუხელ სიზმარში რომ უნებურად ვნახე...



თითქოს ცხოვრებაა ჩვენი განშორება...

თითქოს ღალატია ცალკე სიარული...

ისევ გამიგიჟეს სევდა მაჟორებმა. ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 712-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-05 - 1:33 PM    
ვიცი, დროს გავცდი...
თუმცა მელოდი...
არადა, წლები უცებ გაფრინდა...
ხომ იცი, მხოლოდ შენთვის ვმღეროდი...
მე შენ აქ გელი,
მთაზე რა მინდა....
ვიცი, უშენოდ...
ჩემში არ მოთოვს...
არც წვიმა მოვა, ჩემთან ნატვრებით...
მე ისე წავალ,
რომ არც კი მომთხოვ...
პასუხს და მაინც მოგენატრები...
მე ჩემს დროს გავცდი,
ისე წავედი...
ვერ დაგიტოვე, გულში იარა...
ახლა,
მაწვალებს ფიქრი, ხავერდი...
ლექსებად, ზედ რომ გადამიარა..
  ნანახია: 744-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-05 - 1:33 PM    
შენ არ იყავი მბზინვარე დარბაზს
აკლდა შენი ხმა, სათნო იერი,
და თუმცა ლექსი წვიმდა დარბაზში,
მაინც არ მერქვა მე ბედნიერი.

რაც თავი მახსოვს შენ სულ მიდიხარ,
და თითქოს სულზე ქუსლით მაბიჯებ,
და ისე მივალ ამ ცრუ სოფლიდან,
რომ შენში ქალი ვერ გავაღვიძე.

ყველა ცოდვილზე მე უფრო ცოდვილს
მრევდა რაც ვნების მწველი მეხია,
რომ შენი კაბა შენს თეთრ გულმკერდზე,
თეთრ ნაფლეთებად გადამეხია.

ზოგჯერ თუ ეშმა შენც გაცდუნებდა,
ტაძარში ერთი ლოცვაც გშვე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 689-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-05 - 1:33 PM    
ვდგავართ მე და შენ.
გვაინტერესებს არავინ
და თოკზე გადაფენილი ცა ისევ ვერ გაშრა.
ვდგავართ მე და შენ.
ტყუილია მხოლოდ სიტყვები.
მე ჩუმად ვარ და
რაში მჭირდება რამე გითხრა,
ან ვინმეს რამე ვუმტკიცოთ.
უკვე შევშალეთ გვიყურებს ვინც კი.
უკვე დავაფრთხეთ ყველა ვირთხა.
ავედით ზემოთ, იმ ცის იქით
თავზე რომ გვადევს,
წვიმაგამტარი ქოლგასავით.
გვადევს და ვდგავართ,
ჩვენ ერთმანეთი ღმერთის მერე ბოლომდე გვწამდეს.
ჩვენ ვიყოთ მშვიდად.
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 792-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-05 - 1:32 PM    
ვუსმენ დაწყებას, დამთავრება უფრო მაშინებს.
საოცარია, ახლა ასე სულ არ მბეზრდება.
აწმყოს ვაკერებ მოვარდისფრო, კეკლუც არშიებს
და იდეაში მებადება კერპი, ვენერა.
(იწყებს თქეშს შიგნით მომწყვდეული ნიავი რბოლას,
ბილიკი არცთუ ფართო აქვს, თან ძალიან ხშირი...)
შიში ჯერ დიდი, მერე უკან, ისევე თოთო,
ღიტინით თათებს მიფათურებს გულ-მკერდის შიგნით.
საოცარია, ვიმეორებ, და მევე ვკრთები,
ახლა იწყება ყველაფერი, რაც უნდა იყოს!
ვუსმენ და ვხედავ, არ-შეფარვით, პირდაპირ, ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 742-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-05 - 1:32 PM    
აცივდა და თვალებში მათოვს....

ჩემი დაკარგვა სულ არაფერს არ ნიშნავს, თითქმის.
ახლა მე ვამბობ: აცივდა და თვალებში მათოვს....
დღეს რას ვგრძნობ, ყველა შემთხვევაში, ერთგვარად ითქმის:
რაც ძვირფასია, არასოდეს ადვილად არ ვთმობ....

სულ არ მაღელვებს, როცა რიგში ჩემზე წინ დგანან.
ჯერ მე ვარ ყველგან, ვიყავი და ვიქნები კიდევ....
სხვა არაფერი მაბადია სიცოცხლის გარდა.
საკმაო ხანი დაგეძებდი, გიპოვნე ვიდრე.

არ მინდა, არ მსურს, არ ვიცხოვრებ არავის მსგავს ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 740-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
* * *
2010-09-05 - 1:32 PM    
შენ დაგელოდე...
შენ არ მოხვედი...

ჩამესმის შენი სველი მოთქმა-გოდება,
ჩამესმის შენი მოსვლის ხმაური,
ჩამესმის ლოცვა გულის ბუხარზე სადად გამთბარი,
ყოველი დღის დილას, საღამოს.
ჩამესმის შენი ნამღერი ძილი.
შენი მერქვა და შენი არ ვიყავ,
”შენთან” მერქვა და შენთან არ ვიდექ...
ცხრა ნაჩუქარი სიცოცხლე ვხარჯე,
ვთესე სიკეთე...
თვალი მოვირწყე ცრემლების სურით.
ჰო, შაოსანო, წავედი კიდეც,
თუმცა უკან ვეღარ დავბრუნდი.

წვიმა ვიყავ დ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 790-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2 ... 220 221 222 223 224 ... 226 227 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<