siyvaruli.tk: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .
  
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-02-08 - 2:14 AM    
siyvaruli.in
სულელი შინდი!_ გაბუსხული კვირტებით მიმზერს,
მე კი ვუღიმი, გამახსენა ტუჩები შენი.
მივდევ ლიანდაგს, შემიმოკლდა ნაბიჯის სიგრძე.
უკან ორთქლმავლის ლანდი მომდევს ოხვრით და ქშენით.

უკვე მარტია. დილით იებს ვეფერე დიდხანს.
მერე დავპირდი, რომ შენს თვალებს მოვაფერებდი.
ვუთხარი ისიც, რაც ჩურჩულით მინდა რომ გითხრა,
რაც უნდა მითხრა, რომ ცხოვრება გამიფერადო_

ისიც... და ისიც: ამ გაზაფხულს აკლიხარ როგორ,
უშენო ზეცაც უშნოა და ქარიშხლებს მი ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 1692-ჯერ |  კომენტარები: 1 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-02-08 - 2:11 AM    
siyvaruli.in
მოდი, ამ ჭიქით იმ მეგობრის სადღეგრძელო ვთქვათ,

ლხინის სუფრაზე ბოლომდე რომ გვერდით დაგრჩება,

ვინც შენს სიხარულს, ვით საკუთარს ისე გაიყოფს–

შენი სიკეთე, რომ არასდროს არ შეშურდება!

მოდი!–დავლოცოთ მეგობარი ლხინის ზიარი...

პირველ მოსული...ბოლო სტუმარს რომ გააცილებს,

ჭირში კი არა,ზუსტად ლხინში არ გაგექცევა–

და შენს სიხარულს, ვითარც სხვისას არ აიცილებს!

მოდი, ერთხმად ვთქვათ! არ არსებობს ადამიანი,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 3331-ჯერ |  კომენტარები: 2 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-02-08 - 2:11 AM    
siyvaruli.in
–მაკოცეო!–მთხოვდა,
მე მეფარა ქოლგა...
მივუშვირე ლოყა,
თოვდა...თოვდა..თოვდა...
ქოლგა, თოვლზე ,მშვიდად,
წითელ კაბას შლიდა...
შენ ჩემი და ქოლგას,
ფიფქთა, კოცნა შლიდა!
–მეტი,არა,არა...
ვჩურჩულებდი წყნარად...
ქოლგის მკერდზე თოვლი,
თეთრად მოიქარგა...
თოვდა...თოვდა...თოვდა...
მთხოვდა...მთხოვდა...მთხოვდა...
და წითელი ქოლგა
ფიფქების ქვეშ თრთოდა.'
  ნანახია: 743-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-02-08 - 2:06 AM    
siyvaruli.in
ნუ მთხოვ გავიზარდო..მე ხომ პატარა ვარ..
ჩემი ოცნებები ჯერ სულმთლად წრფელია..
ნუ მთხოვ გავიზარდო თორემ გეფიცები
ჯერ ისევ ისეთი გაბუტვა მჩვევია..
ისევ შემიძლია ფიქრები წაგართვა,
... ბავშვურად უბრალოდ გითხრა რომ ჩემია,
ნუ ცდილობ შემცვალო,ნუ ცდილობ გამზარდო,
მაცადე ბავშვობა..ასე მირჩევნია..
ბავშვურად ცალ ფეხზე ხტუნვა და თამაში
ვარსკვლავთა დათვლა და არჩევა მჩვევია,
მიყვარს ყვავილების ნაწნავში ჩაბნევა
თავი რომ პრინცესად წარმო ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 897-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-02-08 - 2:04 AM    
siyvaruli.in
ისე დაგკარგე, ვერ გითხარი მე სამი სიტყვა,
ახლოს რომ მყავდი მე ვიყავი მუნჯი სრულიად,
"მე შენ მიყვარხარ" ამისი თქმა, იცი? რთულია,
როდესაც გულში დამალული სიყვარულია...
ახლა სხვისი ხარ გამიფრინდი ჩემო ფერია,
მეც ეული ვარ, დასაკარგიც არაფერია
და ახლა მინდა გაგიმხილო მეც ჩემი დარდი,
დღეს შენ გაიგებ ჩემო კარგო როგორ მიყვარდი...
ჩემთან რომ არ ხარ, ეს ნამდვილად ჩემი ბრალია,
"მე ხომ მიყვარხარ" მშვენიერო დიდი ხანია,
ამ ლამაზ გრძნობას მე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 808-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-02-08 - 1:53 AM    
siyvaruli.in
მე ის სევდიანი წამიც მიყვარს,
ლამაზ ბავშვობას რომ მომაგონებს,
მინდა ერთი ლექსი დაგიტოვო
და დღეს ჩემი თავი მოგაგონდეს.
თუ რა ძლიერია ჩემი გრძნობა,
როგორ გამაწამა სიმარტოვემ,
ისევ უშენობის სევდა მოაქვთ
ხეებს,რომლებიც ჩვენ მივატოვეთ.
ო,რა მონდომებით ვამზადებდი
შენთვის ფერად–ფერად მისალოცებს
ნეტა მაშინდელი სიხარული
შენში ვარსკვლავივით კიაფობდეს.
ახლაც ისევ ისე მენატრები
და არც მიეცემი დავიწყებას,
მარტო ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 837-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-02-08 - 1:52 AM    
siyvaruli.in
მომნატრებიხარ ისე ძლიერად მომნატრებიხარ

მე ამ ტკივილს ვეღარ ვუძლებ ჩემი არ გჯერა?

მეც ისე წავალ უსიტყვოდ და სიტყვის გარეშე,

ამ სიყვარულმა მე ტკივილში რომ დამაჯერა.

თუმცა სიყვარულს აღარ ვტირი ისიც კი გაქრა

აღარ არსებობს აღარც ფიქრი აღარც ოცნება

და ის სანთელი მარტო ყოფნით ისიც კი ჩაქრა

გულში თუ მოკვდა სიყვარული აღარ ცოცხლდება
  ნანახია: 652-ჯერ |  კომენტარები: 1 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-02-08 - 1:51 AM    
siyvaruli.in
იცით კაცებო, ქალი ცუდი ჯერ არ შობილა,
ქალი ვინ არის?– ნორჩი ყლორტი თქვენი გრძნობისა,
უდაბნოს მწირი, ოაზისი მამრის ცხოვრების,
მარადიული სასწაულიც ქალით შობილა.
ქალი გრძნობაა, ქალი ზღვაა, ქალი ქარია,
ქარიზმატული ქარიშხალიც, ქნარიც ქალია,
ხან აღელდება, ხან იცინის, ხან მწარედ ტირის,
ცვალებადობაც ხასიათის თქვენი ბრალია.
კაცი უქალოდ ვერ ეწევა მომავლის მიზანს,
ქალი ვაზია, ნორჩი ყლორტი, მტევანი მზისა,
როგორც მოუვლი, როგორც გაზრდი, ისე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 866-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-02-08 - 1:49 AM    
siyvaruli.in
სულს ნუ შეეხები, გულს ნუ დამიმძიმებ,
სხვების შეცდომებზე მეტს ნუ გაიცინებ...

შენ ხომ ღმერთი არ ხარ „ვითომ უფალო „

შენ ხომ მოკვდავი ხარ ერთი უბრალო...
  ნანახია: 641-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-02-08 - 1:48 AM    
siyvaruli.in
მე აღარ მახსოვს...როდის ვცადე გავქცეულიყავ,
რამ შემაშინა...სულ პირველად...გულმა რა მიგრძნო,
მახსოვს გავრბოდი...ბავშვიც სადღაც ვიმალებოდი-
რაც წინ მელოდა! იქნებ ბავშვმა უკეთ შეიგრძნო!
რატომ მინდოდა რომ ყველასგან დავმალულიყავ...
მაშინ სხეულიც სულს ზეცაში ნებად აჰყავდა,
ისე პატარას ვინ მეძახდა მარტოობაში-
მესაიდუმლეთ სიჩუმე და ზეცა რომ მყავდა!
რამ შემაშინა?! გაქცევით რომ ვცადე მეშველა...
რომ სული ბავშვის, იქნებ ასე გადამერჩინა!
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 690-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-02-08 - 1:46 AM    
siyvaruli.in
ჭიქა ავიღე და შენ ისევ თვალწინ
დამიდექ ,
ღვინო მერევა გრძნობა შენი
ლახავს ნაპირებს ,
სხვა რამ მინდოდა მაგრამ უკვე
აღარ ვაპირებ ,
მოდი მაგ თვალებს გაუმარჯოს
მერომ მაგიჟებს .
შენს ყელს,შენს ტუჩებს
გაუმარჯოს ძგერა რომ წყდება,
ხმას,რომელიც ძილშიც მესმის
და გულს მედება,
მაგ გაშლილ თმებსაც
დაგილოცავ მხრებს რომ ეცემა,
როცა ქარი ქრის ო როგორ
მშურს ყელს რომ გეხვევა .
მე იმ კაბასაც დაგილოცავ ტან ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 2553-ჯერ |  კომენტარები: 5 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-02-08 - 1:44 AM    
siyvaruli.in
არ მინდა იყო მხოლოდ ფიქრებში,
ჩემი ცხოვრების ლამაზ სიზმრებში,
ჩემთვის ყოველი დღე ლამაზია
თუ კი ჩემს გვერდით შენი ლანდია...

როცა ვიღვიძებ ვხედავ შენს თვალებს,
ზღვისფერს... ჩაძირულს სევდის მორევში,
მე სიყვარულის ვერა გავიგე,
კოშმარებშიც კი ხარ ჩემს ბოდვებში...

ხან გამოჩნდები, თავს გამახსენებ,
ხან მაფიქრინებ,რომ არას ვნიშნავ,
უჩუმრად,ნელა მომეპარები
და ჩემს თვალებზე ცრემლსაც შენიშნავ...

გგონია გული ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 787-ჯერ |  კომენტარები: 2 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-02-08 - 1:43 AM    
siyvaruli.in
როცა პირველად შენი თვალები,
ჩემს თვალებს შეხვდა,
მახსოვს ვილოცე.
როცა პირველად გვერდით დაჯექი,
- სიზმარი ახდა და გავიოცე.
როცა პირველად მზერა მესროლე,
თან გამიღიმე, მაგრად დავიბენ.
ვიფიქრე შენგან არა მინდა რა!
მე თვითონ ჩემს თავს ფეხქვეშ დაგიფენ.
როცა მომმართე ენა დამება,
შენ დემონი ხარ, თუ თვით განგება?
რომ გამიცინე, წამსვე დავთვერი
და არ მახსოვდა სხვა არაფერი.
როცა შემაქე, გულში ვიყვირე
როცა წახვე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 607-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-02-08 - 1:42 AM    
siyvaruli.in
მთვარე -- ძაღლიშვილი, ისე გაიტურა,
თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.
წასვლა გამიგია, მაგრამ -- პოეტურად!
არის მიტოვებაც, მაგრამ -- გალანტური!

ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე
(სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი).
წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით...
სხვა დროს არ მაცლიან, თორემ -- ვინ ოხერი.

რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით,
გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას.
დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს...
გარეთ ნერვიულად ყეფე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 765-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-02-08 - 1:41 AM    
siyvaruli.in
შენ ჩემი თოვლის ერთი ფიფქი ხარ,
ხელზე დაგისვი და უცბად გაქრი,
შენი გიშერის შავი თვალები,
თან დამყვებიან დღისით და ღამით.
შენ სიყვარულის ერთი ლექსი ხარ,
დაწერილი რომ სადღაც დავკარგე,
შენი ტუჩები ფანქრით ნახატი,
ტკბილია ვიდრე ღვინის ბადაგი.
შენ ხომ ცხოვრების ერთი წამი ხარ,
უცბად წასული სადღაც სიშორეს,
შენი გული ხომ ისე თბილია,
როგორც ზაფხულში მზეა მცხუნვარე.
შენ ხომ ღამით ხარ ჩემი სიზმარი,
დღისით კი მთელი ჩე ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 774-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-02-08 - 1:40 AM    
siyvaruli.in
შევთვრებით მე და შენ და მთვარე სუფრასთან
გვაჩუქებს ვარსკვლავებს ნაცნობი ღამიდან
და თუ არ გვაჩუქებს, და თუ არც გვაშუქებს
არ მაგას ვიდარდებთ, ან მეტი რა გვინდა?!

ახლიდან დავთვრებით ახალი ფერებით,
ფერება, ოცნება, კოცონი და მთვარე,
მეყოფა საკოცნად ეგ შენი ხელები,
დავთვრებით, ვისურვებთ ღამე არ დამთავრდეს.

მთვარე კი ჩვენს თავზე ხანდახან სამია,
ვარსკვლავთა ღრიჭოდან გვიმზერენ ღმერთები.
ყველანი თავ-თავის ალაგზე არიან,
... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 610-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-02-08 - 1:38 AM    
siyvaruli.in
მძიმედ ხარ,აპირებ გაფრენას ზეცაში..
აპირებ როგორმე დაძლიო გრძნობები,
ისეთი განცდა გაქვს,რომ კარგავ ერთ წამში
ყველაფერს რაც ახლა ამ სახლში დატოვე:
ოთახი,რომელიც გახსენებს ბავშვობას,
წიგნები,რომელთაც ვერასდროს კითხულობ,
ალბომი,რომელიც გიფუჭებს განწყობას,
მარტივად ხელჩანთას ალაგებ,ხვდები რომ,
ყველაფერს დატოვებ,გარდა სინანულის,
რომელიც სულ მუდამ თან გდევდა ყოველდღე
და ფიქრობ,როგორმე დაძლიო წარსული,
ხვდები,რომ ამ სახლს შენ მ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 694-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-02-08 - 1:36 AM    
siyvaruli.in
ჩემი ნახატი ხარ, ხატს რომ ედრები...
ჩემი ვარდი ხარ, რომ არ ბერდები,
ჩემი სუნთქვა ხარ, დილით რომ იწყები...
ჩემი ოცნება ხარ, რომ არ მწყინდები,
ჩემი სევდა ხარ, წამიერი მონატრება...
მზის სხივი ღრუბლებს რომ ეფარება,
ჩემი გული ხარ, გამეტებით რომ ფეთქავს...
პატარა ანგელოზი ხარ, თვალებს რომ ნაბავს,
პატარა ლოცვა ხარ, საყდარი წმინდა...
შხაპუნა წვიმა ხარ, გუშინ რომ მაწვიმდა,
ამ ლექსის მუზა ხარ, ლექსათ შექმნილი...
პატარა გუნდა ხარ, ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 702-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-02-08 - 1:35 AM    
siyvaruli.in
მე ის დილა ვარ, გარიჟრაჟის ვარდისფერები,
გაღიმებულს რომ გაგაღვიძებ, მოგეფერები,
მე ის მიწა ვარ, დედამიწა, ფეხს რომ მაბიჯებ
და ვეფერები, გულში ვიკრავ შენს ჩუმ ნაბიჯებს...

მე ნიავი ვარ, მონავარდე შენს ლამაზ თმაში,
მე სიზმარი ვარ, გაფრენილი ოცნების ცაში,
მე ის ღამე ვარ, უსასრულოდ რომ ვითვლი წამებს,
ძილგატეხილი, მომქანცველი, უკუნი ღამე...

სასთუმალი ვარ, მოტრფიალე შენი სხეულის,
ლურჯი პერანგი, თეძო-მკერდზე შემოხვეული.
.. ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 643-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
♥ ℒℴѵℯ ♥
2012-02-08 - 1:32 AM    
siyvaruli.in
შენ ხარ ფანტაზია ჩემი
ოცნებების...
ჩემი სურვილების ფიქრი
- ოაზისი...
უცხოდ ნუ მიღიმი, ასე
მოჩვენებით...
არც ცა არ მჭირდება, იცი,
არავისი...
შენ ხარ ფანტაზია, ჩემი
სურვილების...
ჩემი ოცნებების დარდი -
არითმია...
იცი? თუ ოდესმე
მოგესურვილები...
ჩემი სიყვარული შენთვის
დამითმია...
შენ ხარ ფანტაზია ჩემი
სიხარულის...
ჩემი სიყვარულის - ბოლო
მოჰიკანი...
ასე, რომ მაგ ... კითხვის გაგრძელება »
  ნანახია: 692-ჯერ |  კომენტარები: 0 |  სრულად...
გაუზიარე მეგობრებს ავტორი: nervoza
« 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 226 227 »

გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<