siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-25 - 2:32 PM    
siyvaruli.in
ნაწ. I. ფსიქოლოგიური ასპექტები

ხარისხიანი, ორივე პარტნიორისათვის დამაკმაყოფილებელი სექსი დროსა და გამოცდილების დაგროვებას მოითხოვს ქალის მხრიდან. ისევე როგორც სამზარეულოში პირველად შესულ ქალს გემრიელი კერძის მომზადება გაუჭირდება, ზუსტად ასევე მამაკაცთან სექსის პირველად მქონე ქალს გაუჭირდება ამ მამაკაცზე შთაბეჭდილების მოხდენა, რაც განსაკუთრებით საკუთარი არასრულფასოვანი სექსუალობით შეიძლება გამოიხატოს. მაშინ როდესაც მამაკაცს ქალთან ორგაზმის განცდა შეიძლება ითქვას რომ გარანტირებული აქვს, იგივე არ შეიძლება ითქვას ქალზე. ეს კი ხშირად პარტნიორებს შორის სექსუალური შეუთავსებლობისა და შედეგად ღალატისა და განქორწინების საფუძველიც კი ხდება. ქალები რომლებიც თავად ვერ კმაყოფილდებიან ხშირად სათანადოდ ვერ აფასებენ თუ რაში მდგომარეობს სექსუალური ლტოლვის არსი მამაკაცის მხრიდან. ისინი ან გულგრილნი ხდებიან პარტნიორის მიმართ, სექსუალური ურთიერთობის პერიოდულობის შემცირების ინიციატორებადაც გამოდიან და საბოლოო ჯამში უარს ეუბნებიან საყვარელ ადამიანს ამგვარი “ცალმხრივი” სექსის ქონაზე. ან, უკეთეს შემთხვევაში, პირდაპირ უარს არ ან ვერ ამბობენ და თანხმდებიან სექსი შეინარჩუნონ, მხოლოდ იმიტომ რომ საყვარელ ადამიანს გული არ დასწყვიტონ, რომელიც სექსის გარეშეც თავდავიწყებით უყვართ. თუმცაღა, ასეთი ტიპის ურთიერთობა ხშირად გარკვეული დროის შემდეგ თავს იჩენს და დაღს ასვამს პარტნიორთა თანაცხოვრებას და არა მხოლოდ მამაკაცის არამედ ქალის ცნობიერებაშიც. ამიტომ, ამგვარი კონფლიქტი რომელიც სექსუალურ ნიადაგზე აღმოცენდება, გავლენას ახდენს წყვილის ცხოვრების საერთო ყოველდღიურ, არასექსუალურ, ასპექტებზეც, რამდენადაც სექსუალური დისჰარმონიის ნეგატიური მუხტი ძალიან დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვის მატარებელია. აგრეთვე, ქალისათვის ორგაზმის განცდას სქესობრივი აქტის დროს, გარდა იმისა რომ მეუღლეებს ემოციურად მეტად აახლოებს და სიამოვნების მომგვრელია, გარკვეული ფიზიოლოგიური დატვირთვაც გააჩნია ჩასახვის თვალსაზრისით (რაც ცალკეა განხილული ორსულობის თემაში).

სქესობრივი კავშირისას ქალისთვის ორგაზმის განცდა მოითხოვს ქალისაგან, ცხოვრების მანძილზე გარკვეული ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური გამოცდილების დაგროვებას. სწორედ ამიტომ ქალის მომზადებისას ეს ორი ელემენტი გამოიყოფა. თუმცაღა ეს არამც და არამც არ გულისხმობს ადრეული ასაკიდან სექსის დაწყებას. პირიქით, ქალი უმჯობესია მთლიანად ორიენტირებული იყოს ოჯახურ, ქორწინებაზე დაფუძნებულ სექსზე. მაშინ როგორ შეიძლება დააგროვოს ქალმა ეს გამოცდილება? ფსიქოლოგიურ დონეზე, ქალმა ადრეული, მომწიფების ასაკიდან უნდა ისწავლოს საკუთარი თავის სექსუალურ ადამიანად აღქმა--თავისი არსით და ადამიანებთან ურთიერთობებით. მაგალითად, საზოგადოებაში მამაკაცებთან ურთიერთობებისას ქალი უნდა შეეცადოს იყოს თამამი და თავისუფალი, უნდა შეეძლოს ფლირტაობა, უნდა იცვამდეს სექსუალურად, და განსაკუთრებით უნდა შეეძლოს გაითავისოს ის გარემოება რომ ნებისმიერი მამაკაცი (მიუხედავად მისი მდგომარეობისა, ოჯახური თუ სოციალური სტატუსისა, და სხვ.), რომელთანაც კი იგი შედის კონტაქტში, ეს იქნება სასწავლო დაწესებულება, სამსახური თუ სხვა, მას აღიქვამს როგორც ბუნებრივად სექსუალურ არსებას, ეს კი თავისთავად, ისევ და ისევ, ქალისაგან თავისუფლების მაღალი ხარისხის შეგრძნებას მოითხოვს. ეს რაც შეეხება გარეგნულ, ანუ სოციალურ, ანუ ფსიქო-ემოციურ ფაქტორს.
 
გაუზიარე მეგობრებს

0  
1 Iyon   (2014-06-09 4:34 PM) [Entry]
IMHO you've got the right answre!










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<