მინდა შეგიმკო თმები გვირილით, მაგრამ შორსაა ჩემგან ძალიან ჩემი სიცილი, ცემი ტირილი ყველამ იცოდეს შენი ბრალია. ცხოვრება მიქრის ნიაღვარივით, და თითქოს ჩემთვის არა სცალია მქვია მდიდარი, მქვია ღარიბი, მიზეზი შენ ხარ, შენი ბრალია. ზოგჯერ ხელიდან ისე მეცლები მინდა შეგიკრა ოქროს გალია, მე თუ ვმაღლდები, მე თუ ვეცემი განა არა გრძნობ შენი ბრალია. გადაუარეს, ბაღებს ქარებმა და ჩემს წინ ისევ ქარიშხალია ჩემი სიმშვიდე და მღელვარება მხოლიდ და მხოლოდ შენი ბრალია. თუ გადამქრალი შენ ხარ ვარსკვლავი ახლაც მინატებს შენი მშვენება, შენგან შევიტყვე, რომ სილამაზეს არ უწერია გადაშენება" |