პირადი წერილები
ჩემო ძვირფასო დაო ზოზია!
მივიღე შენი წერილი და ვიგრძენი სინანული; რატომ მე ამდენ ხანს ვერ გნახე.
ამის მიზეზები ბევრია. მაგრამ მაინც ეს არ მეპატიება. გავიგე, რომ გყოლიათ
შვილი, სასიამოვნოა ძლიერ, ბავშვს, და - ბევრს, არაფერი ჯობია. სხვა ლუკა
თუ კარგად არის. მაშოს გადაეცი ჩემი უდიდესი სალამი. ნუ გგონიათ, რომ
დამავიწყდით, სრულიად არა, მხოლოდ წერა მეზარება. მე ზაფხულში ჩამოვალ
უსათუოდ. მანამდე შენ თუ მინახულებ, კარგი იქნება. მრცხვენია, მაგრამ
გეტყვი: ქვეშაგებელი სულ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
“MEMENTO MORI”
ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,
ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.
ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს "Memento mori”-ა.
დღეს სამია ივნისის, მინდა იყოს ცამეტი,
ჩემს გარშემო ციხეა - მწუხარების სავანე.
რომ მდომოდა სიცოცხლე, სიკვდილს არ ვიწამებდი,
მიწა არ იქნებოდა ჩემთვის შავი სამარე.
სადღაც მთასთან იწვიმა, სადღაც მთაზე ბურია,
ამნაირი ღიმილი
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
მე და გალაკტიონი
ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩემში უფრო ანგელოზია.
ყოველდღე ვიღებ ძვირფას ბარათებს,
ბაღში მივდივარ, ეს დღე ცივია.
გალაკტიონში მიწა ანათებს
და ჩემში უფრო ზეცის სხივია.
შორს ქარი კივის, ახლო მტერია,
ახლა ღამდება, შვიდია სრული.
გალაკტიონში ლურჯი ფერია
და ჩემს ლექსიდან მოჩანს უფსკრული.
ავად ვიყავი, წუხელ ვკვდებოდი,
ახლა მიგონებს ალბათ ზოზია.
გალაკტიონში არის დემონი
და ჩეშ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
გაზაფხულის საღამო
გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი. სული საზღვარს გადასცდება ფრენით, ახლაც მახსოვს მისამართი შენი. ცამდე სწვდება ღამეების სიგრძე, რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ. წინ მეშლება სხვა ოცნების არე, მიწის ცქერით დაიღალა მთვარე. გაზაფხულის საღამოა მშვიდი, ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
აღსარება ქუთაისს
მე შენს კალთებზე სიმშვიდეს ვეძებ, -
ვეღარ გავუძელ მღელვარე თბილისს.
ახლა თოვლივით ვილევი მზეზე
და მომდევს ქარი შორი აპრილის.
ყრუ მდუმარებას ყოველმხრივ ისვრის
შენი დღეები ამწვანებული.
მოვედი შენთან თბილისის ნისლით
და ღამეებით გაწვალებული.
ო, ლოცვით სული აქაც აივსო,
ისევ ავყევი დამღუპველ ვნებას.
და შენ სივრცეზე, მე, ქუთაისო,
ველი სხვანაირ დღის გათენებას. <
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ანგელოზი
\\\'\\\'ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი\\\'\\\'
გ. ტაბიძე
მე შენ გელოდი,
ვგრძნობდი კაეშანს,
როს ანგელოზის
ფრთები დაეშვა.
როს ანგელოზის
ფრთები დაეშვა,-
მე შენ გელოდი,
ვგრძნობდი კაეშანს. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ალლიდი ოტტო
მზე ნელა ჩადის და დგება ჩრდილი,
გარშემო ძველი ძეგლები დგანან.
ო, ვიღაც ქალი საფლავთან ტირის,
არყოფნის შიშმა მეც ამიტანა.
ქარმა ფოთოლი კვლავ შეარხია,
თანაც ბეღურამ ყივილი მორთო.
და ყვავილივით აგერ მარხია
უცნობი ქალი: ალლიდი ოტტო!
უცნობი გერმანელი ქალი, დაკრძალული გერმანელების ყოფილ სასაფლაოზე, პოეტმა
მას საგანგებო ლექსიც კი უძღვნა, გადმოცემით, გვარის თავისებური
კეთილხმოვან
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
აკაკის
მუსიკის ცეცხლი გეცემა გულზე,
უკრავ ბეთხოვენს შენ, ასე ქებულს.
მე თითქოს ვხედავ და თითქოს ვუმზერ
შენ სულს - ტანჯვისგან გასპეტაკებულს.
კითხულობ ნიცშეს, სისხლით დაფერილს,
თეთრი ფიქრებით დაფრინავ იქაც.
შენ მიატოვე სხვა ყველაფერი
და შენ მიყვები მუსიკის გრიგალს.
კომპოზიტორი აკაკი ანდრიაშვილი, ტერენტის უახლოესი მეგობარი. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
ადგილი
ფიქრის ადგილი
სივრცე მზიანი,
სევდა ნამდვილი
ადამიანის.
სევდა ნამდვილი
ადამიანის,
ფიქრის ადგილი -
სივრცე მზიანი. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
SILENTIUM
სიჩუმის ყვავილები
ფიქრი გაიტაცა დილის ქარიშხალმა
(მე ასე ვსეირნობ ნელი სიარულით).
სულში უიმედო სივრცე გაიშალა,
გაჩნდა მუსიკიდან ქარი სინანულის.
ისევ შრიალია, ქრიან ეს გედები,
მე შენ განშორებას უხმოდ გავალებდი.
მხოლოდ მარტოობის დღეებს ვეგებები,
მხოლოდ სიჩუმეა ჩემი კავალერი.
ალბათ მეგობარმა სადღაც გამიხსენა,
როგორც ღამეების მიერ გადამწვარი.
ახლა კუბოში ვარ, გულმა დაისვენა, <
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
MARGUERITE
შენ მიდიოდი ნისლიან გზაზე
და კანკალებდა რტოები ვაზის.
გველივით გდევდა ცრემლების ზღვაზე,
მკვდარი დღეების ცისფერი ხაზი.
ეს იყო დარდი, სულის დაღალვა
და სისხლიანი ბედი ქრისტესი.
ცოდვილ დასავით მიგაჩნდა ალბათ,
სიჩუმე თეთრი და უწმინდესი.
გესმოდა ზარის ხმა უდაბნოდან
და გაწვალებდა თოვლი და ქარი.
ძველი დღეები შენ წინ ჩნდებოდა,
როგორც ლანდები ლურჯი სიზმარის. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
(აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე...)
პაოლოს
აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე,
შორს ხმაურია ქუჩის.
უკვე გათენდა, ცა დავინახე,
ცა სარკესავით ლურჯი.
ციხეა, მხოლოდ მე ვიკარგები,
საკუთარ ხელებს ვუმზერ.
უკვე გათენდა, შავი დარდები
ნელა იშლება გულზე.
აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე,
შორს ხმაურია ქუჩის.
უკვე გათენდა, ცა დავინახე,
ცა, სარკესავით ლურჯი.
მარტო ვარ, გული გათავდა უკვე,
ჩანს დედამიწა რ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
(აქ ყვავილებიც მოიპოვება...)
აქ ყვავილებიც მოიპოვება,
ეს გრძნობა ცაზე უმაღლესია.
ჩემი ცხოვრება არის პოემა,
ჩემი ცხოვრება მხოლოდ ლექსია |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
(ასეთი წყრომა ...)
ასეთი წყრომა
და ციხის არე.
და თვეა, რომ ვარ
თბილისის გარეთ.
ღამე იწყება,
მოდის ივნისი.
დამავიწყდება
თითქოს თბილისი. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
(ასე მძიმეა შიში სიკვდილის...)
ასე მძიმეა შიში სიკვდილის,
ასე ერთი და მუდამ იგივე.
და ისევ დარდით და ისევ დილით
ალლიდი ოტტოს საფლავთან მიველ.
ქრის დღე და ღამე, ყოველთვის ორი
და ეს ოცნება მზესავით დადის.
დავდივარ ნელა საფლავებს შორის
და ირგვლივ ბრწყინავს დღე ორშაბათის. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
(ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრი ...)
ასე თეთრია ეს ჩემი ფიქრი
(წუხელ ოცნებას ცისკენ მივყავდი) .
მე დავდიოდი შენ სახლის ირგვლივ
და შენ, ძვირფასო, სხვაგან იყავი.
ალბათ გულიდან სისხლი მდიოდა
და გული ჩანდა უფრო სტრიქონთან.
ვწუხდი, ეს წამი რომ გადიოდა,
ვწუხდი, ეს ფიქრი რომ დროს მიჰქონდა.
და იყო ბაღი და თეთრი სკამი,
მე ვისვენებდი, ქროდნენ ბინდები.
და იყო წამი, ცისფერი წამი
და იყო წამი სხვა გარინდ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
(ასე თავდება ჩემი ცხოვრება...)
ასე თავდება ჩემი ცხოვრება,
იქ დუმილია და ქალი ცხოვრობს.
მწყურია ზეცის გამოთხოვება,
მთვარესაც მინდა გამოვეთხოვო.
მგონია ეს დრო სიკვდილს მავალებს,
ვწევარ და მინდა გავიდე ველად,
ვწევარ და კივის შორს ორთქლმავალი,
კივის და თითქოს თხოულობს შველას.
სიცოცხლე ქრება, მე რაღაც მშველის,
ქსელში გავები, როგორც ობობა.
მე ახლა ვწევარ და სიკვდილს ველი,
ეს ისევ კამოს სავა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
(არავინ მოდის...)
არავინ მოდის და ვატყობ, რომ
ჯობდა სამარე სხვაგან მეპოვა.
საშინელია ეს სავადმყოფო,
სიკვდილის ბინა და სამეფოა.
მიწიდან მოდის ღამე თანდათან,
საღამოს ბაღში ჰქრიან ბინდები.
არ შემიძლია, გული გათავდა,
მე ფრთას შევისხამ და გავფრინდები. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
(არავინ არის, გული დაობლდა...)
არავინ არის, გული დაობლდა,
მიწაზე წვება ხეების ჩრდილი.
ეს ხომ კუკიის სასაფლაოა
და სასაფლაო კარგია დილით.
ისევ ნოემბრის მზიანი დღეა,
მიდიან დღენი უმეგობრობის.
ძვირფას კლავდიას21 საფლავთან ვდგევარ
და მაგონდება ახლა გობრონი.
ნოემბერია და ისევ გრილა
და ვხედავ, ცისკენ მიფრინავს ქორი.
გარშემო ელავს მზიანი დილა
და მე ვსეირნობ საფლავებს შორის. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
(არა მყავს ტოლი...)
არა მყავს ტოლი,
ახლა ღამეა, წავალ, გავივლი.
და როგორც თოვლი
დგას მაგიდაზე თეთრი ყვავილი.
სხვა ფიქრი მივლის
და საშინელი სიკვდილის ლანდი.
მე მინდა ძილი
და ეს სიზმარი გათენებამდის.
დგას წამი თრთოლვის,
ახლა ღამეა, წავალ, გავივლი.
კვლავ, როგორც თოვლი,
დგას მაგიდაზე თეთრი ყვავილი. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
|