(არა ვარ, მინდა გამოცოცხლება...)
არა ვარ, მინდა გამოცოცხლება,
ისევ დაფარეს მიწა ბინდებმა.
და ვარდისფერი ჩემი ოცნება
ანგელოზივით კვლავ მოფრინდება.
ანდა, ვინ იცის, რას ვგრძნობდი გუშინ,
თმა ამიწეწეს გუშინ ქარებმა.
ახლა თოვლია, ახლა ჩემ სულში
კვლავ დუმილია და ნეტარება. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
(არ შემიძლია და მე ავად ვარ...)
არ შემიძლია და მე ავად ვარ,
ქარი ეწვია წუხელ იმ ყვავილს.
ცხოვრობდი უწინ, ახლა არა ხარ,
მე მივდიოდი, შენ არ იყავი.
იყო ოცნება, როგორც შენობა,
იყო გაფრენა ხიდან იმ ყვავის.
მკლავდა იღბალი და უშენობა,
მე მივდიოდი, შენ არ იყავი.
კრთოდა გულიდან სხვა სტრიქონები,
ქრებოდა ლანდი შავი ნიღაბის.
შენ მიდიოდი და მიგონებდი,
შენ მიდიოდი, მე არ ვიყავი. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
(არ მინდა საგნის დასახელება...)
არ მინდა საგნის დასახელება,
ის არის მგზავრი ამნაირ დილის.
იქით მთებია, აქეთ ღელეა
და მინდორს ფარავს ხეების ჩრდილი.
ჩემი იღბალი მუდამ ასეა,
ფიქრი არ წყდება და მზე არ იცდის.
ეს დღევანდელი დღე ძვირფასია,
ასე უზომო ხეტიალისთვის.
ბაღში ფოთლები ისევ გროვდება,
ფოთლები, ასე შორს დაფენილი.
და ახლა გვიან მე მაგონდება,
ფიქრი, მოსული და გაფრენილი. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
(არ მიგრძვნია ჩემი დედის ძუძუ...)
არ მიგრძვნია ჩემი დედის ძუძუ,
ყველაფერი სიზმარივით მიდის.
ქარი ებრძვის მადათოვის კუნძულს,
ვერ ვისვენებ და ღამეა დიდი
შაბათია, ველოდები კვირას,
თეთრი სივრცე მწუხარებას მალავს.
ბინაში ვარ და, ძვირფასო, ხშირად
ტუსაღივით მენატრება გავლა.
ნელა გადის ღამეების რიგი,
სამარეა ჩვენი ყოფნის ბოლო.
ერთი თეთრი ღრუბელია იქით
და ოთახში სითეთრეა მხოლოდ.
ელ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
(არ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს...)
არ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს,
შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს.
ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ,
ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე.
მე ვგმობ ცხოვრების მონას და მორჩილს,
ჩემი ფიქრები ისევ კივიან.
ძვირფასო, ახლა ამ მიდამოში
ყველაზე კარგი ეს ადგილია.
შენ სად მიდიხარ, მე რა ვქნა აწი,
ეს დღე, ეს ბედი ისევ შენია.
გარშემო დაჰქრის სურნელი ნაძვის,
ტყეა, მარტო ვარ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
(არ მახსოვს, მაშინ ვის დავუძახე...)
არ მახსოვს, მაშინ ვის დავუძახე,
ვიცოდი, ეს დღე რას მიპირებდა.
მე სკანდალისთვის დამატუსაღეს,
ვზივარ ქურდებთან და ჯიბგირებთან.
ეს იყო წინათ, წინათ, როდესაც
ელოდნენ ცისფერ სიკვდილის წამებს.
მე, როგორც ტუსაღს, ძილში მომესმა -
სადღაც მღეროდნენ და იდგა ღამე. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
(არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა...)
არ მახსოვს გუშინ რა გამიხარდა,
ახლა იშლება სივრცე ნახული.
ეს ბაღი შარშან ძლიერ მიყვარდა,
აქ დავდიოდი მთელი ზაფხული.
და იბადება ყოველთვის კითხვა:
- კმარა ტირილი, ცრემლი მეყოფა!
მახსოვს ამ ბაღში ვფიქრობდი დიდხანს,
როს ჩამოვშორდი ძვირფას მეგობარს.
იშლება ზეცა ბევრჯერ ნახული,
ისევ სივრცეა, არსებობს მიწა.
აქ დავდიოდი შარშან ზაფხულში,
მერე ეს ბაღი მე დამავიწყდ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
(არ ვხედავ ღრუბელს...)
არ ვხედავ ღრუბელს, არ ვხედავ ნისლებს,
ჩემთან ახლოა ეს ერთი ნუში.
და იმ ადგილას მივედი ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.
აქაც გაისმის ქარის გოდება,
ქარია გარეთ, ქარია სულში.
დღესაც მეწვია და არ მშორდება
ფიქრი, რომელიც მტანჯავდა გუშინ.
დღეს ჩემი ბედი ქარიშხალს მისდევს,
რა უცებ შეწყდა ხმაური ქუჩის.
და იმ ადგილას ვოცნებობ ისევ,
სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
(ამოდის მთვარე და მაღლა იწევს...)
ამოდის მთვარე და მაღლა იწევს,
დღეს შაბათია, ხვალ დღეა უქმი.
თეთრი ღამეა, ფანჯრიდან ისევ
საწერ მაგიდას ეცემა შუქი.
ხვალ გათენდება დღე უცნაური
და შორს ღრუბლებით ცა დაისერა.
მესმის ქუჩიდან ფეხის ხმაური,
მესმის ქუჩიდან ნელი სიმღერა.
მოვა დღე, როცა მე არ ვიქნები,
ძვირფასო, ეს დროც გაივლის ალბათ.
ჩემს წინ აწყვია ძველი წიგნები,
ჩემს წინ სკამია და კიდევ ლამპა. <
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
(ამნაირ ბედზე ვნაღვლობ...)
ამნაირ ბედზე ვნაღვლობ,
ბედმა მიწაზე დამტოვა.
შენ ხარ ჩემ სულთან ახლო
და სული მუდამ მარტოა.
ისევ ლექსებთან ვრჩები
და ლექსი სულის ლანდია.
მეგობარია ჩემი
ეს ნიკო მაკალათია.
შენი ხმა ისევ მესმის,
გარშემო უფრო ნისლია
ჩემი ყოველი ლექსი
მხოლოდ გული და სისხლია. |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
(ამდენ წამების და გლოვის შემდეგ ...)
ამდენ წამების და გლოვის შემდეგ
მე ისევ დამრჩა გული პოეტის.
და სამუდამოდ მოვშორდი ჩემს დებს
და გულმოკლული მე წამოვედი.
იყო გრიგალის და თოვლის შემდეგ
უფრო მწუხარე გამოსალმება.
მე სამუდამოდ მოვშორდი ჩემს დებს
და ვეგებები ისევ წამებას.
თითქო ცისფერი ოცნების შემდეგ
ისევ გამეფდა ზამთრის ქარები.
მე სამუდამოდ მოვშორდი ჩემს დებს
და თბილისისკენ მივექანები.
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
(ამ ფიქრის გარდა კარია ახლო...)
ამ ფიქრის გარდა კარია ახლო,
მოვა დრო და მე დავიღუპები.
განთიადია და მინდა ვნახო
ეს ოქროსფერი ზეცის ღრუბლები.
რა ვქნა, ვერ ვითმენ გათენებამდე,
კედლებს რაღაცას ვესაუბრები.
ახლა თენდება და მინდა ავდგე, -
ვნახო თბილისი, ვნახო ღრუბლები.
გლეხთა სახლი |
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
(ალბათ წვიმას ქარიშხალი დაძლევს...)
ალბათ წვიმას ქარიშხალი დაძლევს
და ეს დროა უმძიმესი ლოდი.
დილა არის, მე ვოცნებობ მთაზე
და ვაგზლიდან ორთქმავალი მოდის.
აქეთ მზეა, იქ თოვლია სადღაც
და ცხოვრება დაემსგავსა ქაოსს.
რა ქარია, რა სიცივე დადგა
და დღეიდან ზამთარია, დაო!
და ქუჩიდან ყრუ ხმაური ისმის,
დღესაც დიდი მარტოობა ვიგრძენ.
ქალაქს უკვე ჩამოშორდა ნისლი
და ნისლიდან დაიწმინდა სივრცე.
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
(ალბათ მოვა დრო ...)
ალბათ მოვა დრო - შენც აინთები,
ახლა დარდების მძიმე წუთია.
მიწას ადგია ცა გარინდებით
და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.
არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,
ადამიანის ბედი კრულია.
დადუმებული კიდია ზარი
და თითქოს ზარი საყდრის გულია.
მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც,
ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან.
დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე
და ეკლესია თითქოს თოვლია.
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
გალაკტიონ ტაბიძის საღამოს გამო
აპრილის შვიდს სახელმწიფო თეატრში კიდევ იმართება
საღამო ჩვენი მგოსნის გალაკტიონ ტაბიძისა. რასაკვირველია, ბევრს ვერაფერს
ვიტყვით გალაკტიონის პოეზიაზე, განსაკუთრებით ამ წერილში. მაგრამ, ორიოდე
სიტყვით მაინც გვინდა ხაზი გავუსვათ მის შემოქმედების ზოგიერთ თვისებებს.
გალაკტიონს უმთავრესად თავისებურება ახასიათებს პოეზიაში და ეს გარემოება
უეჭველია დადებითი მხარეა მისი შემოქმედებისა. საქართველოს პოეზიის
რენესანსში გალაკტიონმა თავისი წვლილი შეიტანა.
აგრეთვე უნდა ითქვა
...
კითხვის გაგრძელება »
|
გაუზიარე მეგობრებს
ავტორი: nervoza
|