siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-23 - 1:08 PM    

არ მიგრძვნია ჩემი დედის ძუძუ,

ყველაფერი სიზმარივით მიდის.

ქარი ებრძვის მადათოვის კუნძულს,

ვერ ვისვენებ და ღამეა დიდი


შაბათია, ველოდები კვირას,

თეთრი სივრცე მწუხარებას მალავს.

ბინაში ვარ და, ძვირფასო, ხშირად

ტუსაღივით მენატრება გავლა.


ნელა გადის ღამეების რიგი,

სამარეა ჩვენი ყოფნის ბოლო.

ერთი თეთრი ღრუბელია იქით

და ოთახში სითეთრეა მხოლოდ.


ელავს ჩემი შორეული სევდა,

ამოვარდა საშინელი ქარი.

მარტო არ ვარ, ვიმყოფები სხვებთან,

იმედია, რომ დავკეტე კარი.


არ მიგრძვნია ჩემი დედის ძუძუ,

ყველაფერი სიზმარივით მიდის.

ქარი ებრძვის მადათოვის კუნძულს,

ვერ ვისვენებ და ღამეა დიდი.


გლეხთა სახლი

ტერენტი ხუთი წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალა. აქ ეს სტრიქონი სიმბოლურად იმას გვაუწყებს, რომ არ ახსოვს დედის სითბო და სიყვარული.

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<