ისევ ვიპობით ჩვენ ჩვენ სიყვარულს, შევისისხლხორცებთ ისევ თავიდან, ერთ სულ და ერთ ხორც გადავიქცევით, დალოცვილები უფლის თასიდან.
ჩვენი დღე დგება უკიდეგანო, მარადისობით ფრთებ მოხატული, სწორედ ისეთი როგორც ოცნება, უნებლიე და საზეოდ რთული.
მოგვაგონდება დღე გუშინდელი შენი და ჩემი გაუცხოვება, როცა გვეგონა ვერ შეუმდგარი ჩვენი ყოფა და ჩვენი ცხოვრება.
მწვერვალისაკენ აიჭრებიან კვლავ არწივები კავკასიონზე, კამარ და კამარ აუყვებიან სივრცეთა დენას დედა სიონზე.
დრონი ერთმანეთს შეერწყმებიან მარადისობით გაჯერებულნი, ახალ გალობად დაირხევიან მშვენიერებას შეჩერებულნი. |