siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-20 - 2:06 AM    
ქარმა გამომწვევად ცაცხვებს ჩაუქროლა
და ერთ ლამაზ ფოთოლს გული აუთრთოლა.
„წამო, გაგიტაცებ, ცხრა მთას მოგატარებ
მერე მოგიყვან და დედას ჩაგაბარებ."
ფოთოლს ამის მეტი არა გაუგია,
გრძნობით ანთებულმა თავი დაუქნია.
ქარმაც სიყვარული აღარ გააცია
გრძნობის ქარიშხალში უმალ გაახვია.
ახლაც აფარფატებს, ალბათ, ლამაზ ფოთოლს,
თავსაც შეახსენებს, ალბათ, წარა-მარა,
მერე მიატოვებს სადმე ქუჩის ბოლოს
ქურთი მეეზოვის ცოცხის ანაბარა.
მაღლა ავიხედე ცაცხვი იცინოდა,
მან ხომ საიდუმლო ქარის არ იცოდა
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<