siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-26 - 6:05 PM    
მახსოვს ვკითხულობდი მხოლოდ შენს წერილებს,
ადგილს არ ვუთმობდი ჩემს გულში სხვას,
ვარდებს ვუყვებოდი შენზე ნანახ სიზმრებს,
შენზე ვეჩურჩულებოდი ჩუმად ცას.
მახსოვს არ მინდოდა არავის მოსმენა,
და ველოდებოდი მხოლოდ შენს ზარს,
როგორ ხარ? კარგად! ძალიან მომენატრე,
მერე მზე მოჰყვებოდა გულში შენს ხმას.
შენ ხარ ჩემი გულის მზიანი ამინდი,
გპირდები ამ სიტყვებს არ ვეტყვი სხვას,
ალბათ გენატრები, შენც ფიქრობ ჩემზე,
ჩემს თავს გახსენებს მთვარე და ცა.
მერე ფიქრში რომ ჩაგეძინება,
ჩემს ნაცვლად თვალებზე გაკოცებს სხვა,
დილა მშვიდობისა, ჩემო საყვარელო!
ჩემს ნაცვლად ყურში ჩაგჩურჩულებს სხვა.

სულაც არ გჭირდება ჩემი სიყვარული,
მაინც არაფერში გარგია,
მაგრამ სიძულვილთან შედარებით,
ვინმეს რომ უყვარხარ -_-_კარგია!
სხვისთვის მიგიგდია ჩემი ლექსი,
შენთვის ზედმეტი ბარგია,
მაგრამ წართმევასთან შედარებით,
რამეს რომ გაძლევენ-_-_კარგია!

არაფრად არ გინდა შენ ჩემი ალერსი,
სხვისიც არასოდეს გაკლია,
მაგრამ ლანძღვასთან შედარებით,
რომ გეფერებიან კარგია!
სულაც არ გჭირდება ჩემი სიყვარული,
მაინც არაფერში გარგია,
მაგრამ სიძულვილთან შედარებით
ვინმეს რომ უყვარხარ -_-_კარგია!

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<