მე არ ვედრები მზესა და მთვარეს, ვფიცავ არ მიპყრობს არაფრის შური, სხვისი სიკეთე თუ გამახარებს, სხვისი ღიმილით მევსება სული. სხვისი ტკივილით მეც მტკივა გული, და სხვისი დარდი ისევ მაწვალებს, დიდ პატიებას ვარ შეჩვეული, და სიყვარულიც დიდი მასწავლეს. არ მიყვარს შუღლი,არ მიყვარს ჯიბრი, თავზე გევლებით ჩემი ფიქრებით, თუ ვინმე ჩემზე რამე ჯავრს იყრით, მე სიკეთეში გაგეჯიბრებით. ერთი შეხედვით თითქოსდა მშვიდი, ო, რა ბობოქარ სულს დავატარებ, დავდივარ დამაქვს სიკეთე დიდი, და ბოროტებას არ გავაკარებ...
|