siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-20 - 3:01 AM    
ვერაფრით ამოვდე სამყაროს ლაგამი,
რაც მახსოვს სულ თავის ჭკუაზე მატარებს,
ისეთი ბასრია, როგორც ის ნამგალი,
სოფელში რომ სხეპდა პაპა სველ ბალახებს.
დავღალე,
დამღალა,
უნდა გავიფიცო,
დღეს მაინც უთუოდ, იქნება ხვალამდე,
გავდივარ გვერდზე და ვცდილობ ავიცილო,
ყველა ის სიყალბე რაც შუბლში მახალეს.
მივდივარ,
წასვლამდე
კარს უკან დავტოვებ,
ჩემს ჩვეულ ამპლუას, ვადამდე ვადიდან,
ხვეული თმითა და მოლურჯო ჯინსებით,
ეს ფერი ამინდსაც უსიტყვოდ აიტანს.
ხელები
ჯიბეში,
როგორც ეს მჩვეოდა,
წლების წინ, თან არაქალური "პახოდკა”
დამყვება, არცადო რაიმე მირჩიო,
ასეთი მიდგომა ყოველთვის მართობდა
იქიდან
აქამდე,
სახეზე ღიმილი,
მგონი ჩაანაცვლა მხოლოდ ირონიამ,
ცხოვრება დამჩემდა ზედმეტი ღილივით,
ერთხელაც ავიგლეჯ, ვიტყვი მიღონია
რაც მახსოვს,
რაც არა,
თავი ან რავიცი,
გავატან ქარიშხალს ეჭვების ბალადას,
წუთიდან წუთამდე არაფერს განვიცდი,
უბრალოდ ვსარგებლობ წამებით, განა რა...
ასე თუ
ამ გვარად,
მინდა და ვამთავრებ
თამაშს, კითხვებისთვის აღარც კი ვირჯები,
ბოლო დროს, უფრო მუქ სათვალეს ვატარებ,
რაც მახსოვს დავდივარ მოლურჯო ჯინსებით...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<