siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-22 - 9:01 AM    
მე მომწონს ძალიან, როდესაც ქარები,
ჩემს ფანჯრებს გიჟური ვნებით ეხლებიან,
როდესაც ვარსკვლავებს ძილში ვეპარები
და ჩემი თითები მათ გულს ეხებიან.
მე მიყვარს, როდესაც ცა იხსნის საკინძეს
და მკერდს ელვის ხანჯლებს ღიმილით მიანდობს,
როცა თავის ცოდვებს მზე ღრუბლებს აჰკიდებს
და ჩემ მთას ნუგეშით თავს თავზე მიადებს.
მე მომწონს, როდესაც ჩემს ფიქრებს ხვდები და
თვალებსაც უცნაურ იმედით მიფერავ,
რომ მეუბნებიან, როგორ მიხდები და
მომწონს, ქებასავით შენთავს რომ ვიფერებ.
მე მიყვარს სიცხისგან დამწვარი ივლისი,
როცა ზღვა ნაპირებს დაეძებს ცარიელს,
შენ ერთხელ მითხარი, მზე ასე ივლისო,
სანამ არ იპოვნის ფიქრის დასალიერს.
მას მერე მე მიყვარს მზე, კიდევ ქარები -
ჩემს ფანჯრებს ველური ხმით რომ ეხლებიან,
მომწონს, ვარსკვლავებს რომ ძილში ვეპარები
და ჩემი თითები შენ რომ გეხებიან.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<