siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-25 - 12:50 PM    
ოდეს დავინახავ, არა ამქვეყნიურს,
ოდეს გავაცხელებ ჩემს გულს გაცივებულს,
მერე ისევ ცხელ გულს, დავუსვენებ ყინულს,
ჰოდა ვეღარ მნახავთ მერე გაღიმებულს.

რა დროს ღიმილია, რა დროს სიცილია,
ხალხო ერთმანეთი ჯერაც ვერ გვიცნია,
რა დროს ძილია და რა დროს ღვიძილია,
მტრები ყველაფერზე ალბათ იცინიან.

რა დროს მტრებია და რა დროს მეგობრები,
რა დროს მუქარა და რა დროს ფიქრებია,
ჩემს წინ გადმოდგარებს, მკერდით ვეღობები,
კეთილ სურვილებით ხომ არ იქნებიან!

რა დროს ოცნებაა, რა დროს სურვილია,
რა დროს სიცოცხლე და რა დროს სიკვდილია,
ახლა კაცის მოკვლის დიდი წყურვილია,
ახლა კაცის მოკვლა - დიდი იდილია.

რა დროს იდილია, რა დროს სიკეთეა,
ყველგან ბოროტება, ყველგან ტყუილია,
ვერვინ ვეღარ ხედავთ რასაც გვიკეთებენ?
გალობა რომ გესმით, მტრების წუილია!

რა დროს გალობაა და რა დროს სიმღერა,
რა დროს მუსიკა და რა დროს ჰანგებია,
ვისაც ენა უდგას, ყველამ წაიმღერა,
ლამაზი ბგერები, უკვე ჟანგდებიან

რა დროს ბგერებია, რა დროს ასოები,
რა დროს იმედია, რა დროს მომავალი,
ნუღარ იყურებით ახლა სასოებით,
ვითომ ზეცისაკენ სწორად მომავალნი

რა დროს ზეცაა და რა დროს სამოთხეა,
რა დროს ცოდვები და რა დროს ჯოჯოხეთი,
დღეს ყველა ადგილი ხომ ცოდვის კუთხეა,
ცოდვითვე ისჯებით, და რა გინდათ მეტი!

რა დროს ცოდვაა და რა დროს დასჯებია,
რა დროს აღსარება, რა დროს ზიარება,
ფარისევლებივით ვითომ ირჯებიან,
დიდი წმინდანივით რომ დაიარება..

რა დროს გარჯაა და რა დროს შრომებია,
რა დროს მოსავალი, და რა დროს რთველია,
დღეს საქართველოში ყველგან ომებია,
და ქართველს რომ ებრძვის, ისევ ქართველია.

რა დროს სამშობლო და რა დროს ნოსტალგია,
რა დროს მწუხარება და რა დროს მამული,
ქვეყნის სიტყვით დაცვა მე არ გამიგია,
სისხლი იფიცება, დიდგორს მინამული!

რა დროს დიდგორია, რა დროს შამქორია,
რა დროს წარსული და რა დროს ისტორია,
გულში სიყვარული ისევ ჩამქროლია
და მერე გულიდან გადამისროლია.

რა დროს ვნებები და რა დროს გულებია,
დახსნა რომ გინდა და რომ არ გეხსნებიან,
ყველა მე ჩემ გულში დამიგულებია,
რა დროს გულია და რა დროს ლექსებია.

რა დროს სტროფებია, რა დროს ტაეპები,
თვითონ ჩემი თავი, ლექსებს მოეძია,
ლექსთა აბლაბუდას, როცა გავებმები
ასე მოგაძახებთ - რა დროს პოეზია?!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<