siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-25 - 4:09 AM    
წვიმს...
წვიმს და ვოცნებობ. გამიგონია ოცნება ცოდვააო, მაგრამ მე მაინც ჩავდივარ ამ ცოდვას და ვოცნებობ რაღაცაზე თუ ვიღაცაზე. ვოცნებობ იმაზე, რაზეც ნებისმიერი ჩემნაირი ადამიანი. პირადი ბედნიერებასა და სიყვარულზე. ნუთუ ეს ძალიან ცოტაა იმისათვის ,რომ ადამიანი ბედნიერი იყოს? რა მშვენიერი იქნებოდა ცხოვრება ყველაფერი რომ მართლაც ასე იყოს, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ ოცნებაა, ოცნება და მეტი არაფერი.
მაინც რა არის მეოცნებე ადამიანი, თვალს დახუჭავ და წარმოიდგენ, გვერდით გყავს პიროვნება, რომელსაც ყველანაირი სიგიჟის ჩადენა შეუძლია შენი გულისთვის, რომლის სიყვარულიც ყველანაირ გაჭირვებას გადაგატანინებს, შენ კი ისეთი ბედნიერი ხარ, რომ გინდა ხალხში გამოხვიდე და მთელი ხმით იყვირო თუ როგორ გიყვარს იგი. დაე ჩაგთვალონ გიჟად, ამასაც ხომ მისი სიყვარული გაკეთებინებს. ღმერთს სთხოვ მოგცეს ნიჭი სიყვარულისა, სიყვარულის რომელიც არასოდეს მობეზრდება შენს რჩეულს, მაგრამ მერე გაახელ თვალს და ეს ყველაფერი სადღაც ქრება.
და მაინც, რა არის ბედნიერება? ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია მისი მეორე ნახევარი უზომოდ ბედნიერ ადამიანად აქციოს, რაც ჩემი აზრით განსაკუთრებულ მსხვერპლს არ მოითხოვს. რა არის საჭირო სრული ბედნიერებისთვის? სითბო, სიყვარული, ერთგულება, პატივისცემა და ყურადღება. ნუთუ ეს ძალიან ბევრია, ნუთუ არ შეგვიძლია ამ მსხვერპლის გაღება იმისათვის, რომ ერთმანეთი ბედნიერები გავხადოთ? სამწუხაროდ ყველას არ შესწევს უნარი იმისა, რომ უყვარდეს ვინმე და პატივს სცემდეს მას.
ბევრისთვის ბედნიერება სხვა რამეა, ზოგი ბედნიერებას მხოლოდ სიმდიდრეში პოულობს, მათთვის უცხოა სითბო და სიყვარული. რა არის ასეთი ხალხის ცხოვრება, მხოლოდ ერთი სულის შებერვა და ყველაფერი უდაბნოს ქვიშასავით გაიფანტება.
ნუ მივცემთ უფლებას ნურავის ბედნიერება ხელის ერთი შეხებით დაგვინგრიოს. ვისწავლოთ ერთმანეთის სიყვარული, შეგვეძლოს ერთმანეთის პატივისცემა, და მაშინ ხომ აღარ იქნება ამ ქვეყნად ამდენი უბედური ადამიანი.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<