siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-26 - 2:33 AM    
მიყვარხარ გესმის ; ! ჩემი ხმა არის ,
ჩემი ფიქრები ახლა შენია ...

შუაღამისას მთრთოლვარედ რომ გწერს ,
ამ ლამაზ სიტყვებს , ჩემი ხელია .

მიყვარხარ ვერ გრძნობ ; ! მაშინ უფალს ვთხოვ ,
რომ გაგრძნობინოს ჩემი ვედრება ,

შენ ტკბილად გძინავს მე კი ამაღამ ,
მხოლოდ შენს ფიქრში ჩამეძინება ...

თითქოს გამხელის წუთები დგება
ჩუმად მკარნახობს სიტყვებს განგება ,

მიყვარხარ მეთქი არ გეტყვი რადგან
სიყვარულს აზრი დაეკარგება ..

როცა ყველაფერს ქარი წაიღებს ,
გრძნობას გაფანტავს თეთრი ნისლები ,

ჩემში დარჩება ლამაზ ოცნებად ,
ჩემი ცხოვრების ფიქრი იქნები .

სათქმელი იქნებ ბევრჯერ ვერ გითხრა ,
მე შენთან კარგო დუმილიც მიჭირს ,

რამდენჯერ ჩუმად მომნატრებიხარ ,
ამ გულის გარდა არავინ იცის .
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<