siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-29 - 3:25 PM    
იმ წამს დავიბადე,როცა დარდმა და ტკივილმა გული მოგიკლა...
ნელნელა,აუჩქარებლად და მშვიდად დაბლა ჩამოვცურდი შენს ნაზ თეთრ კანზე,დავეკიდე ხამხამა ტოტზე და დავეცი შენს უცნაურ და თბილ თვალებთან...

ყველაფერს ვხედავდი რაც შენს თავს ხდებოდა...და კიდევ უფრო მეტს ვხვდებოდი,როცა თვალებს ხუჭავდი და გარეთ აღარ მიშვებდი...

მერე ჩამოვსრიალდი შენს ოდნავ წაწვეტებულ თხელ ცხვირზე და ცოტათი დავიბენი კიდეც...სანამ იმაზე ვფიქრობდი საით გამეგრძელებინა ჩემი გზა,თავი ვეღარ შევიკავე და ტუჩზე დავეცი...

არავის მოვწონვარ...როგორც კი შეიგრძენი ჩემი სიმწარე და სიმლაშე,შენც ერთი ხელის მოსმით მომიშორე...გავქრი...მოვკვდი...

ისევ დაგიბრუნდები...იმედია უკვე ღიმილით შემხვდები და ჩემი სიმლაშეც გესიამოვნება...

მომავალ შეხვედრამდე...

შენი ცრემლი...

ცაში დავიბადე, წამწამზე გავცოცხლდი
ღაწვზე დავედინე და მკერდზე ჩავგორდი
მიმიშვი, მიმიშვი, მიმიშვი გულამდე
სანამ მომიწმენდდი სულ ამას ვამბობდი . . .
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<