siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-29 - 2:04 PM    

შენ გაგყოლია სიზმარი ჩემი

და დაქანცული სულის გოდება,

ვარ ქარიშხლებით მოსული გემი,

გაამინდებას რომ ელოდება.

შავი თვალების წვიმიან მაისს

რა უხილავი სცოდნია გზები...

მე მინდა გწამდეს შენ ერთი მაინც,

რომ არ ხარ სხვა და არიან სხვებიც...

და როცა სული მიიწევს მაღლა

და წუთისოფლის ჩვენ ვართ სტუმრები...

მიყვარხარ მეთქი ,რომ გითხრა ახლა...

მითხარი,ხომ არ დამემდურები?...

თუ გაზაფხული ყვავილობს შენში

და შენს გაზაფხულს გვერდს ვერ აუვლი,

თუ სუნთქვა დამრჩა შენს ლამაზ თმაში

ხომ არ იქნება დანაშაული?

თუ დაგლილ სულში ოცნებავ ჩემო...

შენი თვალების მორევს ჩავიტევ,

შენი ტუჩების თუ ჩამყვა გემო

მითხარი,ცოდვას ხომ არ ჩავიდენ...

არადა სული მიიწევს მაღლა

და წუთისოფლის ჩვენ ვართ სტუმრები...

მიყვარხარ -მეთქი, რომ გითხრა ახლა,

მითხარი,ხომ არ დამემდურები?

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<